Russian English
ბირჟის თამაშებიდან მსოფლიო თამაშებამდე
ოთხშაბათი, 10 თებერვალი, 2016 - 12:27

ნარდის მსოფლიო მატჩზე თავის გამოჩენის შანსი  სხვას ვის აქვს, თუ არა ქართველ უმუშევარს. უმუშევართა უმეტესობა ვინ არის დღეს საქართველოში?  „ბირჟავიკები“.  დამერწმუნებით, ნამდვილად სასიხარულო ინფორმაციაა თბილისელებისთვის.  მით უფრო, როცა საპრიზო ფონდი,  არც მეტი, არც ნაკლები 125 000  დოლარს შეადგენს.  თანხა ნამდვილად მადისაღმძვრელია, მით უფრო იმ რეალობის ფონზე, როდესაც  ქვეყანა 90-იანებს დიდად არ გასცდენია.  „ბირჟავიკთა“  საერთაშირისო ჩემპიონატი, სხვანაირად   ნარდის მსოფლიო თასის გათამაშება 27 აპრილიდან 1 მაისის ჩათვლით „ქორთიარდ მერიოტში" გაიმართება.

 „დუ-შაშის“  შეძახილზე გაზრდილ ქართველებს (ჭეშმარიტად) ვერავინ უნდა გვაჯობოს. ბრაზილიელები ხომ არიან ქრონიკული მსოფლიო ჩემპიონები ფეხბურთში,  ახალზელანდიელები - რაგბიში.  ქართველები ნარდში მაინც ვეწიოთ  ბედს და მსოფლიო თასი ჩავახუტოთ ქართულ  ბედრკულ სპორტს.

ქეთი შენგელია

 

 

 

კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.