Russian English
გერმანიაში ქანდაკება დადგეს -„მერკელი ერდოღანს ფეხებს უკოცნის“
ხუთშაბათი, 11 თებერვალი, 2016 - 13:46
8 თებერვალს გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ანკარაში თურქეთის პრეზიდენტს რედჯეპ ერდოღანს და პრემიერ-მინისტრს  ახმეტ დავუთ-ოღლუს შეხვდა. ვიზიტის მიზანი იყო თურქეთთან საერთო ენის გამონახვა. კერძოდ, ევროპის ხსნა საიმიგრაციო ტალღისგან.
იმავე დღეს, ბერლინულმა  გამოცემამ Der Tagesspiegel დაბეჭდა სტატია სახელწოდებით «In der Flüchtlingskrise gibt es keine guten Optionen für den Westen»  („კრიზისულ  სიტუაციაში დევნილებთან მიმართებაში  დასავლეთისთვის არ არსებობს კარგი ვარიანტი“). სტატია იწყებოდა შემდეგი სიტყვებით:
„დღეს ანგელა მერკელი  უკვე მერამდენედ ისაბურებს სირიელ დევნილებზე. თუმცა, მოლაპარაკების ადრესატი მან არასწორად შეარჩია. ამ თემაზე მას უნდა ელაპარაკა   პუტინთან“ - ნათქვამია პუბლიკაციაში.
იმ  დროს, როდესაც ანგელა მერკელი მთელი თავისი მოთმინებისა და თავმოყვარეობის ფასად ერდოღანთან  სათხოვნელად ჩავიდა, გერმანიის კათოლიკურ რეგიონში მასშტაბური  კარნავალი გაიმართა. ტრადიციულად, გერმანელები ასე აღნიშნანვენ ყველიერს. კარნავალის მთავარი ღონისძიება  „როზენმონტაგია“ -  ვარდისფერი, იგივე  „ცოფიანი“ ორშაბათი. თუ მერკელი 8 თებერვალს  ანკარაში თვალცრემლიანი ცდილობდა თურქი პარტნიორები სირიელი დევნილების ნაკადის შეჩერებაში დაერწმუნებინა, გერმანიის სამხრეთ-დასავლეთის რეგიონები მხიარულებისა და განცხრომის მორევში გადაეშვნენ. 
მერკელს კი თავგანწირვა შემდეგნაირად დაუფასეს. ქალაქ მაინცში, ერთ-ერთ პლატფორმაზე „ქალბატონი ევროპის“ უზარმაზარი თოჯინა დადგეს, რომელი ოთხად მოკუზული ფეხებს უკოცნის სავარძელში გადაწოლილ  ერდოგანის თოჯინას. არადა, ევროპიდან ისე ჩანს, რომ ცოტაც და მერკელი ერდოღანს ფეხებში ჩაუვარდება ერდოღანს. კანცლერის გეგმა იმაში მდგომარეობს, რომ ერდოღანმა უნდა შეზღუდოს სირიელი დევნილების შემოდინება ევროპაში. თუმცა, არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ ეს გეგმა იმუშავებს.  მწარე სიმართლე იმაში მდგომარეობს, რომ ვერც მერკელი, ვერც ერდოღანი და ვერც დავუთ-ოღლუ ევროპას მიგრაციული კრიზისგან ვერ გადაარჩენენ.
 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.