Russian English
ჩაი რომ კიბოდ არ იქცეს ანუ ნუ დალევ საწამლავს?
ოთხშაბათი, 02 სექტემბერი, 2015 - 22:21

ის, რომ ჩაიც შეიძლება იყოს ვადაგასული, ბევრმა არ იცის. ზოგიერთი ექსპერტის აზრით, ჩაის მოხმარების ვადა არ გააჩნია და ის საშიში არ არის ჯანმრთელობისთვის. მიუხედავად იმისა, რომ მწარმოებლები მოხმარების ვადას მიუთითებენ ეტიკეტზე, ცუდი არ იქნება მომხმარებელმა თავად განსაზღვროს მისი სანდოობის ხარისხი. ამისათვის ერთი მარტივი ტესტის ჩატარება იქნება საჭირო: საკმარისია ვადაგასულ ჩაის დავასხათ წყალი, რომ ზედაპირზე იკვეთება თეთრი აპკი, თითქოს ჩაი აუდუღებელია.

ეს იმის დასტურია, რომ ჩაის ფოთოლი დიდი ხნის მკვდარია და თივად არის ქცეული. ერთი შეხედვით ჩაი სულაც არ არის გაფუჭებული თევზი და მისგან არ მოიწამლები, მაგრამ ვადის გასვლისა და არასწორი შენახვის პირობებში,

ჩაიში წარმოიქმნება სპეციალური ნივთიერება - აფლატოქსინი, რომელიც მაღალტოქსიურ ინგრედიენტთა რიცხვს მიეკუთვნება. დამტკიცებულია, რომ აფლატოქსინი კიბოს გამომწვევია.

სამწუხაროდ, ამის მაგალითები საქართველოში არც ისე მცირეა. სულ ბოლოს, კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელის მერაბ ღოღობერიძის განცხადებით, ხელვაჩაურში ერთი წლის წინ 250 ტონა ვადაგასული შავი ჩაი აღმოაჩინეს. ჩაი თურქულ კომპანია "ატლასს" ირანიდან შემოჰქონდა და დაფასოების შემდეგ საზღვარგარეთ აგზავნიდა. როგორც საწარმოს ხელმძღვანელობამ განაცხადა, ტვირთი საბაჟოზე შემოვიდა 2014 წლის ზამთარში, ყოველგვარი  შემოწმების გარეშე. მხოლოდ საწყობში აღმოაჩინეს, რომ ჩაის პარტია ვადაგასული იყო. აღმოჩენილი იქნა  ტომრები, რომლებსაც ეწერა, რომ დამზადებულია საქართველოში.

ცოტა რამ, კომპანია "ატლას"-ის შესახებ. 2012 წელს, აჭარის მთავრობის იმ დროინდელმა ხელმძღვანელმა ლევან ვარშალომიძემ წარდგინება გაუკეთა კომპანია "ატლასს", რომელსაც ბათუმში, დაბა ხელვაჩაურში 4900 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ელექტრონულ აუქციონზე 72 ათას ლარად გადაეცა. ცნობისთვის, პირველად აუქციონზე ობიექტის საწყისი ღირებულება 175 ათასი ლარი იყო.  ხელშეკრულებაში ჩადებული იყო, რომ გაფორმებიდან არანაკლებ 6 თვის ვადაში უნდა დაწყებულიყო და არანაკლებ 12 თვის ვადაში დასრულებულიყო და ექსპლუატაციაში შესულიყო ჩაის დამფასოებელი საწარმოს შენობა, რისთვისაც უნდა განხორციელებულიყო 350 000 ლარის ინვესტიცია.      

ინვესტიცია ინვესტიციად, მაგრამ საწარმოში საბოლოო ჯამში ვადაგასული და მომწამვლელი ჩაის დიდი პარტია აღმოაჩინეს.

კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.