Russian English
ერდოგანი მძვინვარებს - თურქეთის პარლამენტის დეპუტატმა მართლმადიდებლობა მიიღო
ოთხშაბათი, 24 თებერვალი, 2016 - 15:25
თურქეთის პარლამენტის დეპუტატმა, უმსხვილესი ოპოზიციური სახალხო-რესპუბლიკური პარტიიდან სელინ ბოკემ (Selin Saye Böke) მართლმადიდებლობა მიიღო.
თურქული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ ნამდვილად მიიღო მართლმადიდებლობა.
სელინი წარმოშობით ხატაის პროვინციის ქალაქ იზმირიდან (ბერძ. სმირნა) არის, რომელიც სამხრეთ თურქეთში მდებარეობს.  ამ რეგიონში სახლობენ ტრადიციული არაბულენოვანი მართლმადიდებლები, რომელთაც თურქეთის ხელისუფლების ზეწოლისა და რეპრესიების გამო უხდებათ საკუთარი რელიგიური კუთვნილების დამალვა.
დეპუტატმა ნათლისღება მიიღო ქალაქ ალექსანდრეტეს (ისკენდერუნი) ტაძარში, რომელიც ეკუთვნის ალექსანდრიის საპატრიარქოს.
მიუხედავად მრავალრიცხოვანი კრიტიკული შენიშვნებისა და უარყოფითი რეაქციისა თანაპარტიელთა მხრიდან, არათუ მიიღო მართლმადიდებლობა, არამედ საჯაროდ დაამოწმა თავისი რწმენა.
 
წყარო: წმ. სტეფანე აღმსარებლის საგანმანათლებლო-კულტურული ცენტრი „კენოზისი„ romfea.gr-ზე დაყრდნობით
 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.