Russian English
„ყველა ქართველს 500 დოლარს ვაძლევ დღეში, ვინც ამ ზაფხულს ოდესაში ჩავა“
ორშაბათი, 07 მარტი, 2016 - 02:04
ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინელ ოლიგარქს იგორ კოლომოისკის ბრალი დასდო, რომ იგი თითოეულ ქართველს 500 დოლარს მისცემს, ვინც ამ ზაფხულს ოდესაში ჩავა და მის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციებში მიიღებს მონაწილეობას. სააკაშვილის თქმით, კოლომოისკი თავისი მილიონებით ქირაობს ქართველებს. ოლიგარქი უზრუნველყოფს მათ მგზავრობას ოდესიდან საქართველოში საკუთარი  თვითმფრინავით, იმისთვის რომ უკრაინაში „უკმაყოფილო ქართველების“ აქციები გამართოს. ამის მიზეზად საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი თავის ანტიკორუფციულ ღონისძიებებს ასახელებს, რომელსაც „უკრაინის ეკონომიკის გასუფთავების მოძრაობა“ დაარქვა.
„კოლომოისკიმ რიგით  მეორე დოკუმენტური ფილმი მომიძღვნა საუკეთესო ტრადიციებში გადაღებული. ეს მილიონერი „აფერიუგა“, ხელმოწერებს აგროვებს ჩემი განდევნისთვის“ - განაცხადა სააკაშვილმა. მისივე თქმით, მის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას ორგანიზებას უწევს რადას დეპუტატი დიმიტრი გოლუბევი.
თუმცა, ყოველივე  ამაში სააკაშვილი მხოლოდ ცუდ მხარეს როდი ხედავს. პირიქით, ის ბედნიერია, რომ ამ სახით მაინც შეუძლია უკრაინელ და ქართველ  ხალხზე იზრუნოს: „ამაში ჩვენ დადებითი მხარეებიც უნდა ვეძებოთ. ქართველი ახალგაზრდები ფულს მიიღებენ და  კოლომოისკის დოლარებს ისევ ოდესაში დახარჯავენ. ოლიგარქის აქტიურობა ნაწილობრივ  მაინც ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას და საშუალებას მისცემს ბებიებს ფული იშოვონ. პენსია არ ყოფნით და იქნებ  ჩემი საწინააღმდეგო ხელმოწერების შეგროვებით მაინც იხეირონ“ - სრული სერიოზულობით აცხადებს ოდესის გუბერნატორი.
შეგახსენებთ, რომ სააკაშვილსა და ოლიგარქს შორის  დაპირისპირება წინა ზაფხულს დაიწყო, როდესაც ოდესის გუბერნატორმა იგორ კოლომოისკის კონტრაბანდასა და გადასახადების დამალვაში დასდო ბრალი. ამის საპასუხოდ,  კოლომოისკიმ სასამართლოს მიმართა და  პროცესი მოიგო კიდეც.
 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.