Russian English
ლენინის ძეგლი რესტავრირების შემდეგ მეჭიაურს დაემსგავსა
ორშაბათი, 21 მარტი, 2016 - 10:49
რუსეთში, კერძოდ კრასნოდარის მხარეს, რესტავრირებული ლენინის ძეგლი „დასრულებული“  სახით იწონებს თავს.  როგორც სხვადასხვა საიტებზე  გავრცელებული ფოტოებიდან ჩანს, ლიდერს ხელის მტევნის მიდამო და სახე ჰქონია დაზიანებული.  ფაქტია, რომ რესტავრატორებს  დიდად არც უნაღვლიათ ლენინის სახე აღედგინათ, საკუთარ ფანტაზიას კი დიდი გასაქანი მისცეს. შედეგად მივიღეთ არც მეტი, არც ნაკლები, კავკასიური წარმომავლობის სახე და  (კიდევ უფრო მეტად) გამომეტყველება,  რომელიც  საქართველოს პარლამენტის წევრს  თამაზ მეჭიაურს უფრო წააგავს, ვიდრე თავად ლენინს.  
 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.