Russian English
ახალი სკანდალი! სქემა, რომლითაც შსს-ს მაღალჩინოსნები „მსხვერპლად“ იწირებიან
ოთხშაბათი, 23 მარტი, 2016 - 21:12
გადაცემა „არჩევანში“ მედიაჰოლდინგ „ქრონიკა+“-ს მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე ექსკლუზიური აუდიო ჩანაწერით  და დოკუმენტური მასალით წარსდგა:  
„საქმე ეხება 2013 წელს ინტერნეტ სივრცეში გიორგი ფარესაშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული   კადრების გამოძიების საკითხს. სამი წლის განმავლობაში თვალს ვადევნებდი ამ პროცესს და ვეწეოდი ჟურნალისტურ გამოძიებას. არათუ არ გამოიძიეს, საერთოდ არავინ არ არის დასჯილი. მე ხელთ მაქვს საკმაოდ სკანდალური დოკუმენტები. ბრალდებას ხელთ ჰყავდა ერთადერთი ცრუ მოწმე ირაკლი გელიტაშვილი. საერთო ჯამში 15-მდე სასამართლო პროცესი ჩატარდა, რომელზეც ნახევარზე მეტს არ დაესწრო პროკურორი დავით ჩხენკელი, არადა იგი ბრალდების მხარეს წარმოადგენდა. არ იქნა მოწვეული არც დაზარალებული გიორგი ფარესაშვილი. იმ დროს პროცესი ჯერ არ იყო დახურული და  ეს არის ერთადერთი ღია პროცესი, რომელსაც მე ვესწრებოდი.
ეს ჩანაწერი ამდენი ხნის განმავლობაში ჩემთან ინახებოდა. რაც შეეხება ცრუ მოწმის ჩვენებას.
აუდიოჩანაწერი გაკეთებულია სასამართლო სხდომაზე, სადაც განიხილებოდა ფარესაშვილის საქმე. აღნიშნული საქმე გამოიძია გენერალურმა ინსპექციამ, რომელსაც ხელმძღვანელობდა იმ პერიოდში პრემიერ ღარიბაშვილის ცოლის მამიდაშვილი ზვიად ჯანყარაშვილი. ამ უკანასკნელს საქმეში ჰყავდა ერთადერთი ცრუ მოწმე, რომლის  ჩვენებაშიც წერია სასაცილო რამ. კერძოდ, რომ ის დიღომში შეხვდა შინაგან საქმეთა მინისტრის მაშინდელ მოადგილეს გელა ხვედელიძეს, რომელმაც მას სთხოვა, რომ დაემზადებინა საიტი. როდიდან დადიან მინისტრის მოადგილეები მსგავსი ტიპის დავალელებებით, ეს ცალკე თემაა. ირაკლი გელიტაშვილს ამ პერიოდში ბედმა გაუღიმა და იპოვა ქუჩაში ამერ ხატოიანის პირადობის მოწმობა და ამ მოწმობით სახლში ააწყო აღნიშნული საიტი. შემდეგ ასევე შემთხვევით შეხვდა გეგა ხვედელიძეს, რომელიც მისი გარდაცვლილი მამის მეგობარი ყოფილა თურმე. მე პირადად ვესაუბრე გელიტაშვილის დედას და საერთოდ არაფერი არ იცის მან ამ პიროვნების შესახებ. საიტის დამზადების  შემდეგ მან გადასცა ხვედელიძეს მომხმარებლის სახელი და პაროლი, ოღონდ მას არ ახსოვს ეს. თან ანაზღაურებაც არ გამოართვა ხვედელიძეს. ვინ ატვირთა პირადი ცხოვრების ამსახველი ფირი, მან ეს არ იცის. ყოველ შემთხვევაში, სწორედ ეს წერია იმ ჩვენებაში, რომელიც მე ხელთ მაქვს. როგორც სისხლის სამართლის საქმიდან ჩანს, ამის შემდეგ ჩატარდა ჩხრეკა ირაკლი გელიტაშვილის და გეგა ხვედელიძის ბინაში და სამუშაო ოთახებში. ამოღებულ  იქნა ირაკლი გელიტაშვილის ის კომპიუტერი, რომელზეც მიუთითებს, რომ დაამზადა საიტი. ჩხრეკის შედეგად აღმოჩნდა შემდეგი (ვკითხულობ დასკვას ანუ ოფიციალურ დოკუმენტს, რომელსაც  მთავარი ექსპერტ-კრიმინალისტი აკაკი ჭითავა აწერს ხელს).  დოკუმენტში წერია, რომ მოხდა ყველანაირი გამოკვლევა  კომპიუტერის და არა თუ საიტის დამზადების, ან მასალის ატვირთვის, საიტზე შესვლის კვლალი არც ერთში იკითხება. აქედან გამომდინარე, შსს-ს მინისტრის მაშინდელი მოადგილე დამნაშავე ვერ იქნებოდა, იმიტომ რომ მტკიცებულებები არ არის. მეტსაც გეტყვით, მე ხელთ მაქვს დოკუმენტი, სადაც აღნიშნულია, რომ მას შემდეგ რაც სასამართლო სხდომა დასრულდა 14 მაისს, უკვე  23 მაისს ირაკლი გელიტაშვილი რეგისტრირდება როგორც ინდ. მეწარმე და ჩემი ინფორმაციით, მის ანგარიშზე არის ჩარიცხული გარკვეული თანხა. მე შევხვდი ირაკლი გელიტაშვილს. მან ჩემთან ინტერვიუში ჯერ კიდევ 2014 და შემდეგ 2015 წელს, თქვა რომ ის მიიყვანეს გენერალურ ინსპექცაში და დააწერინე ს ეს ჩვენება. ისმის კითხვა, რატომ გაწირეს ხვედელიძე?! პასუხი მარტივია. ხვედელიძე იყო ბიძინა ივანიშვილის მიერ ნდობით აღჭურვილი პირი. იგი ხელს უშლიდა პრემიერის ახლო გარემოცვას - ზვიად ჯანყარაშვილს, თამაზ თამაზაშვილს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტროლზე და სწორდ გელა ხვედელიძის ამ სისტემიდან ჩამოშორების შედეგად მიიღო სრული კარტ ბლანში ექს-პრემიერის ნათესავებმა და მთლიანად დაიწყეს აღნიშნული სისტემის კონტროლი. თავად საიტი, რეგისტრირებულია აშშ-ში ვირჯინიის შტატში. საკმარისი იყო გამოძიებას მოეწვია „ეფ ბი აი“ და ზუსტად ნახევარ საათში გვეცოდინებოდა იმ ადამიანის ვინაობა და აიპი მისამართი, საიდანაც  მოხდა ვიდეოს ატვირთვა.
სწორედ ჩემს ხელთ არსებული დოკუმენტალური მტკიცებულებით დგინდება, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა თავიდან მოიცილა გეგა ხვედელიძე. აუდიოჩანაწერში ასევე   კარგად ჩანს, რომ ხვედელიძე არ აღაირებს თავის დანაშაულს.
არსებობს მტკიცებულებები, რომ გიორგი ფარესაშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოს ატვირთვა მოხდა იმ ოფისიდან, რომელსაც ხელმძღვანელობდა   ლევან ჩიტაძე და ეს იყო აღმაშენებლის გამზირზე.  ამას ოფისის თანამშრომლები ადასტურებდნენ და აქაც დასახელებული იყო თამაზ თამაზაშვილის სახელი. ეს მასალები მე ასევე გადავეცი   პროკურატურას, მაგრამ  სადღაც თაროზე შეოიდო. ბუნებრივია პრემიერ ღარიბაშვილის დროს მას ვერ მოკიდებდნენ ხელს. მე მხარს ვუჭერ გიორგი  ფარესაშვილის მოთხოვნას, რომ მისი საქმე გამოძიებული არ არის. იმედი მაქვს, რომ მასალები თავიდან იქნება შესწავლილი, მოწმეები დაიკითხებიან და რეალურ კვალზე გავა გამოძიება. მე ვფიქრობ, რომ პირდაპირი კავშირი შეიძლება არსებობდეს გიორგი ფარესიშვილის ვიდეოს გავრცელებასა და იმ მორალურ და ფსიქოლოგიურ ტერორს შორის, რასაც ადგილი აქვს ამჟამად. მოვა დრო და გეგა ხვედელიძე თავად გასცემს ჟურნალისტების ყველა კითხვაზე პასუხს“ -  ასე დაასრულა თავისი საკმაოდ სკანდალური გამოსვლა ელისო კილაძემ გადაცემა „არჩევანში“.
 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.