Russian English
ერმილე ნემსაძე: „ამ ნაბიჭვრის ძეგლი ბრიუსელის ცენტრში დგას და პოლიცია პატივით იცავს“.
ხუთშაბათი, 24 მარტი, 2016 - 01:04
ყოფილი სამხედრო ერმილე ნემსაძე საკმაოდ საინტერესო, და ამჯერადაც სკანდალურ განცხადებას ავრცელებს:   
„ვერ გავჩუმდები და ვიტყვი რომ გენერალი სიმუსი მირჩევნია კეთროვანი ევროპის დამპალ ხორცმეტებს. მიუხედავად დიდი სისხლისა და ცრემლისა, დიდი გენია იყო და ასე დარჩება მსოფლიო ისტორიაში. (კეთილი თუ ბოროტი, ეს ყველამ საკუთარ თავში გადახარშოს).
Leopold II - ლეოპოლდ მეორე (1803-1909). აბა ასწიეთ ხელი, რამდენმა იცით, ვინ იყო ეს ნაძირალა!
იგი 1865 წელს მამის სიკვდილის შემდეგ ავიდა ბელგიის ტახტზე. ერთი შეხედვით კეთილი შესახედაობის ტკბილი მოხუცი, რომელსაც დიდად თავი ევროპაში არაფრით გამოუჩენია. იყო ინიციატორი მდინარე კონგოს აუზის კოლონიზაციის. მისი ბრძანებით ამ ადგილებში მოეწყო სხვადასხვა სახის კამპანიები, რომლებშიც ხდებოდა ადგილობრივი მოსახლეობის ექსპლუატაცია. ეს სიტყვა კიდევ არ შეეფერება იმას, რასაც ამ ნაბიჭვრის ბრძანებით აკეთებდნენ. იმ დროის „საკონცენტრაციო ბანაკები" თავისუფლად შეიძლება ეწოდოს იმ ქარხნებს, რადგან მიჩნეულია, რომ ამ ნაძირალას მიერ მოხდა ადგილობრივი მოსახლეობის გენოციდი შრომითი ექსპლუატაციის სახით. 1885 - 1908 წლებში არსებობდა დამოუკიდებელი სახელმწიფო კონგო, რომელიც სინამდვილეში  წარმოადგენდა ლეოპოლდის პირად საკუთრებას და ბიზნესს. ეს ნაძირალა ატარებდა იმდენად მკაცრ პოლიტიკას, რომ კონგოს მოსახლეობა 20 მილიონი ადამიანიდან შემცირდა 10 მილიონამდე. (ცნობისთვის, ჰიტლერს 6 მილიონი ებრაელის სიკვდილს აბრალებენ)
მაშინდელი „დემოკრატიული“ ევროპის „დემოკრატიული“ პრესის ნაწილი ყველანაირად ცდილობდა მიეჩქმალა არაადამიანური წამების ფაქტები და ყველაფერს ამართლებდა იმით, რომ ვითომდა კონგოში ცხოვრობდნენ „კანიბალიზმის" მიმდევარი ტომები. (რაღაცით ჩამოჰგავს დღევანდელ ტერორიზმს). მხოლოდ ერთეულებმა შესძლეს სიმართლის გამჟღავნება. ესენი იყვნენ ავსტრიის მეფე ფრანც იოსები, რომლის შვილზეც იყო ლეოპოლდის ქალიშვილი გათხოვილი. მან ლეოპოლდს „მაკლერად“ მონათლული უწოდა. სატირული მოთხრობები შექმნეს მასზე არტურ კონან დოილმა და მარკ ტვენმა. ჟორჟ მორალესმა დამცინავი ფილმიც კი გადიღო 1905 წელს, სადაც ლეოპოლდ მეორე მოხუც და არანორმალურ მძღოლს შეადარა. მას თვით ლენინმაც დასცინა და მოიხსენია „ფინანსისტ აფერისტად". 1909 წლის 17 დეკემბერს ლეოპოლდი გარდაიცვალა. დინასტია მისმა ბიძაშვილმა არტურ პირველმა გააგრძელა. დღეს, ნაბიჭვარი და ნაძირალა ტირანის ძეგლი დგას ბრიუსელში - ევროკავშირის და ბელგიის დედაქალაქში, სადაც ნატოს  შტაბ-ბინაა განლაგებული.
P.S.: მოკლედ, ეს რატომ მოვყევი. ამ ნაბიჭვრის ძეგლი ბრიუსელის ცენტრში დგას და პოლიცია პატივით იცავს. მერე ჩვენთან ჩამოდიან ევროპელები და ჭკუას გვასწავლიან, სტალინის ძეგლი არ უნდა იდგესო. ჩვენი მთავრობაც, ძველიც და ახალიც, ყველაფერზე ეთანხმება. თავად კი ამ ნაბიჭვრის ძეგლი შუაგულ ევროპაში უდგათ და პატივსაც მიაგებენ. იმაზე კი არ საუბრობენ, ვინ იყო და რას აკეთებდა. მათ მეფესა და წინაპარს, სულ რაღაც საუკუნის წინ, როგორ შეეწირა ათი მილიონი ადამიანი კონგოში. როდემდე უნდა ვემონოთ  ევროპელებს და ამერიკელებს. ბატონი გამოიცვალო იმას არ ნიშნავს, თავისუფალი გახდე.
PPS: ასეთი ძეგელები ევროპაში ბლომადააა...“ - წერს ერმილე ნემსაძე. 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.