Russian English
ცეცლხლმოდებული სამებიდან მეეზოვის მიერ გადარჩენილი ბიბლია
ხუთშაბათი, 24 მარტი, 2016 - 15:37
ინტერვიუდან რედაქციაში ვბრუნდებოდი, როდესაც ტრანსპორტში მეეზოვის ფორმაში ჩაცმული ბიჭი შევნიშნე. ხელში წიგნი ეჭირა, რომელიც ისეთი შელახული იყო, ნაგვის ურნიდან ახლად ამოღებულს ჰგავდა.  კარგად დავაკვირდი და სისველისგან ფერშეცვლილი ბიბლია აღმოჩნდა. ჩემთვის გამეღიმა (თბილად),  ვიფიქრე, ალბათ მეეზოვემ  გადაგდებული ნახა სადმე და სახლში მიაქვს-მეთქი.  ვერ მოვითმინე და ვკითხე. პასუხმა გამაოცა. ბიბლია მაშინ შელახულა, როცა სამებას ცეცხლი მოეკიდა.  მეხანძრეების წყლის ჭავლში გაიარა და წიგნი ცეცხლს კი არა, წყალს გამოსტაცა. სველი ფურცლებიდან რაიმეს ამოკითხვა  შეუძლებელი იყო. მეეზოვეს კი შინ მიჰქონდა - აბა ხომ არ გადავაგდებდი, გავაშრობ და სახლში ბიბლია მექნებაო,  მითხრა.  
პათეტიკურად არ მინდა გამომივიდეს, მაგრამ დასუფთავების სამსახურის ადგილზე მე ნამდვილად ვიამაყებდი ასეთი თანამშრომლით. მიუხედავად იმისა, რომ მეეზოვის არც სახელი ვიცი და არც გვარი, მისი წრფელი მონაყოლი და ეს კადრებიც საკმარისად ჩავთვალე მომხდარი Mediacity.ge-ს მკითხველისთვის გამეზიარებინა. 
 
ქეთი შენგელია 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.