Russian English
(VIDEO) სააკაშვილი: „უკრაინის შსს სიუჟეტებში ღიპს მადებს და მამახინჯებს“
პარასკევი, 25 მარტი, 2016 - 23:09
ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა ერთობ საინტერესო განცხადება გააკეთა ბრიფინგზე ე.წ. კრიზისულ მედიაცენტრში.  კერძოდ, მისი განცხადებით, ერთ-ერთ ბიზნესმენთან  შეხვედრის ვიდეოჩანაწერში მას ღიპი ხელოვნურად მიუმაგრეს და კისერი დაუმოკლეს. საუბარია სააკაშვილისა და რუსული კომპანია „ურალხიმის“ მეპატრონე დიმიტრი მაზეპინის ვიდეოჩანაწერზე. ოდესის  გუბერნატორმა ამ ფალსიფიცირებაში უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო დაადანაშაულა. 
ბრიფინგის დროს სააკაშვილმა ვიდეოს საჯარო განხილვა მოაწყო, რომლის დროსაც სპეციალური ე.წ. მისანათებელი ჯოხი ჰქონდა მომარჯვებული.
„შემომხედეთ. მე ვებრძვი ჭარბ წონას. მაგრამ რაც ამ ჩანაწერში ჩანს, ეს უკვე მეტისმეტია. მე რომ ასეთი წონა ავკრიბო, როგორიც ამ ვიდეოში ვარ, მაშინ რამდენიმე თვე უნდა „ვილაგო“ და „ვილაგო“. თანაც მე მაქვს კისერი“ (აქ სააკაშვილმა ჯოხი ჯერ თავის კისრისკენ წარმართა, შემდეგ კი ეკრანს მიუშვირა),  „აქ კი სად არის ის? და თანაც რატომ ვიყურები სხვა მხარეს და არ ვუყურებ მოსაუბრეს?! ახლა ჩემს ვარცხნილობას შეხედეთ. ვიდეოში ჩანს რომ ნიავი ქრის, ხეების ფოთლები ირხევიან და შრიალებენ.  ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ვიდეო ფალსიფიკაციაა“ - დაასრულა   გამოსვლა მიხეილ სააკაშვილმა. 
 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.