Russian English
twitter-ის სენსაცია! ბრიუსელის ტერორისტი-თვითმკვლელი ნაჯიმ ლაშრაუ მერკელთან ერთად!
შაბათი, 26 მარტი, 2016 - 01:14
მსოფლიო სოციალური ქსელის მომხმარებლებმა პირველებმა  შეამჩნიეს სრული მსგავსება ერთ-ერთ ლტოლვილსა და ბრიუსელში ტერაქტის მომწყობ პირს შორის. სენსაცია კი გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ  ხსენებულ პიროვნებას რამდენიმე ხნით ადრე სელფი აქვს გადაღებული  გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან.  დევნილი ძალიან ჰგავს ნაჯიმ ლაშრაუს, რომელმაც 22 მარტს ბრიუსელის აეროპორტში  თავი აიფეთქა.  
ლაშრაუს ფოტო 25 მარტს გამოაქვეყნა ბელგიის პოლიციამ. როგორც ბელგიის სამეფო პროკურატურამ გამოაცხადა, სწორედ მან განახორციელა ნაღმის აქტივიზირება ბრიუსელის აეროპორტში.
თავდაპირველად, გამოძიებას ეგონა, რომ ლაშრაუ ტერაქტების კოორდინირებას ახდენდა ბრიუსელში, მაგრამ პირადად არ მონაწილეობდა მასში. აეროპორტსა და მეტროპოლიტენში აფეთქებების  მასზე გამოცხადდა ძებნა.  23 მარტს  გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლაშრაუ დააკავეს, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ პოლიციას შეცდა.
რაც შეეხება ფოტოს. მერკელმა სირიელების ბანაკი ბერლინში 2015 წლის 10 სექტემბერს მოინახულა. ახალგაზრდა, ვისთანაც ერთად კანცლერმა სელფი გადაიღო, ძალიან ჰგავს ლაშრაუს, რომელიც ასევე სირიიდან გახლავთ დევნილი. 
22 მარტის ტერაქტების შემდეგ, ერთ-ერთი ტერორისტი-თვითმკვლელის სახელი პოლიციამ მაშინვე გაშიფრა: ეს გახლდათ ძმებ ბარკაუებს შორის უფროსი,  იბრაგიმ ბარკაუ. მისმა ძმამ, ხალიდმა თავი აიფეთქ ერთი საათის შემდეგ ბრიუსელის მეტროპოლიტენში. ამ ეტაპზე პოლიცია ეძებს ტერორისტების დამხმარეს, რომელიც სათვალთვალო კამერების არეალში მოხვდა აფეთქებამდე რამდენიმე წუთით ადრე უფროსი ბაკრაუსა და  ნაჯიმ ლაშრაუსთან ერთად.
   
 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.