Russian English
ქართველ ჟურნალისტს ქუთაისიდან უკრაინის რადამ ქვეყანაში შესვლა აუკრძალა
ორშაბათი, 28 მარტი, 2016 - 12:26
ჟურნალისტი ოთარ კუშანაშვილი საკმაოდ პოპულარულია დსთ-ს სივრცეში პირველ რიგში თავისი სკანდალური გამოსვლებით. ბოლო ასეთი სკანდალი უკავშირდება მისთვის უკრაინის საზღვრის ჩაკეტვას. კუშანაშვილს უკრაინაში შესვლა მას შემდეგ აეკრძალა, რაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი იაცენუკი ცნობილ „პედერასტად“ მოიხსენია. ამის შემდეგ უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატმა მუსტაფა ნაიმომ მოითხოვა, რომ ქართველ ჟურნალისტს საზღვრის გადმოკვეთა  აკФრძალვოდა.
აქვე განვმარტავთ, რომ 2015 წლის მაისში ოთარ კუშანაშვილი ვლადიმერ პუტინის მკვეთრი კრიტიკით გამოვიდა და რუსეთის პრეზიდენტსაც  ერთი-ორი „თბილი“ სიტყვა უძღვნა.
ამ აკრძალვამ კუშანაშვილი კიდევ უფრო აღაშფოთა და და რადას წევრები ბაბუინებად მოიხსენია. თავად უკრაინის პარლამენტს კი „ესკულაპების მიერ მისახედი ტერიტორია“ უწოდა. თან განმარტა, რომ ესკულაპი ძველ ბერძნულად მკურნალს ნიშნავს  და რადაშიც მედიცინის მუშაკები უნდა მოვიდნენ დახმარების აღმოსაჩენად.
ამ ეტაპზე ქართველ ჟურნალიტს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა აუკრძალა უკრაინაში შესვლა. კიევში კუშანაშვილს რადიო „ვესტისთან“ სამწლიანი კონტრაქტი ჰქონდა გაფორმებული. 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.