Russian English
ყველაზე მაღალი და ყველაზე დაბალი ხელფასი საქართველოში - ვინ რამდენს იღებს?
ორშაბათი, 28 მარტი, 2016 - 13:11
სახელმწიფო სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ბოლო მონაცემებით, დღეს-დღეობით ყველაზე მაღალანაზღაურებადი  პროფესია არის ვაჭრობა და ფიზიკური მუშაობა.  კერძოდ - იატაკის დაგება, კედლების მოპირკეთება, სამღებრო და მინის სამუშაოები. ამ სექტორში მომუშავეთა საშუალო ანაზღაურება შეადგენს 2 058-2 353 ლარს.  2016 წლის 21 მარტის მონაცმების მიხედვით (2015 წლის მეოთხე კვარტალი) ვაჭრობისა (16,9% მშპ)  და მრეწველობის (16,2 % მშპ) შემდგომ პოზიციებს იკავებს სახელმწიფო მმართველობა (11,6%). ასე რომ, თუ საქსტატს დავუჯერებთ, დღესდღეობით საქრთელოში „მალიარს“ უფრო მეტი ანაზღაურება აქვს, ვიდერე რიგით სახელმწიფო ჩინოვნიკს. 
რაც შეეხება საჯარო სამსახურს.  2015 წლის  მონაცემებით, საშუალო  ხელფასმა 870  ლარი შეადგინა. აქედან, ყველაზე მაღალი საშუალო ხელფასი (2942 ლარი) წყლის ნაგებობის მშენებლობაში დაფიქსირდა. მეორე ადგილზე მილსადენებით ტრანსპორტირების (2881 ლარი), მესამეზე კი – კოქსის, ნავთობპროდუქტებისა და ბირთვული მასალების წარმოების სექტორია (2543).
ყველაზე დაბალი ხელფასები კვლავინდებურად  (2011 -2015)ბარმენებს აქვთ – 169.6 ლარი. ამ თანხას ცოტათი აღემატება საკვები მრეწველობის სექტორში დაქირავებულთა ანაზღაურება, რომელიც დაახლოებით  290 ლარია.
აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო სექტორში საშუალო ხელფასები (895.4 ლარი) მცირედ, მაგრამ მაინც აღემატება ადგილობრივ კერძო კომპანიებში არსებულ მაჩვენებელს (797 ლარი). თუმცა, ორივეზე მაღალი ანაზღაურება უცხოურ კომპანიებში დაფიქსირდა (1279.8 ლარი).
 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.