Russian English
დევნა დაიწყო - მოსამართლე ქრისტიანული პოზიციის დაფიქსირებისთვის გაანთავისუფლეს
ხუთშაბათი, 31 მარტი, 2016 - 11:15
ინგლისში, თანამდებობიდან გაათავისუფლეს ქრისტიანი მოსამართლე, ერთნაირ სქესიანი წყვილების მიერ, შვილების აყვანის შესახებ, ნეგატიური პოზიციის დაფიქსირებისათვის.იურიდიული ბიუროს მიერ ჩაატარებული გამოძიების შედეგად, სამი შვილის მამა, 68 წლის, სევენოუკის და მეინსტოუნის სასამართლოს ხელმძღვანელი, მოსამართლე რიჩარდ ფეიჯი მის მიერ გამოტანილმა განაჩენმა „იმსხვერპლა“. საგამომძიებლო იურიდიული ბიუროს თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ მისი გათავისუფლების მიზეზი, მის მიერ ნაციონალურ ტელევიზიაში გაკეთებული განცხადებები გახდა.
ეს ისტორია ჯერ კიდევ 2014 წელს დაიწყო, როდესაც ბავშვის აყვანის სასამართლო მოსმენის დროს ფეიჯმა განაცხადა, რომ  ბავშვისთვის უკეთესია დედასთან და მამასთან იყოს, ვიდრე ერთნაირსქესიან „მშობლებთან“. მაშინ ფეიჯს უსაყვედურეს იმის გამო, რომ  იგი  საკუთარი რელიგიური შეხედულებებით ხელმძღვანელობდა  და არა მტკიცებულებებით.
იგი მოიწვიეს BBC-ს თოქ-შოუში თემაზე: „ავიწროვებენ თუ არა ქრისტიანებს საზოგადოებრივ ცხოვრებაში“, სადაც რიჩარდ პეიჯმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა თავისი უარყოფითი პოზიცია ერთნაირი სქესის წყვილების მიერ ბავშვის აყვანის თაობაზე. სწორედ ამის შემდეგ გაანთვისუფლეს თანამდებობიდან.
„ლორდ-კანცლერმა და მთავარმა მოსამართლემ ჩათვალეს, რომ ის რაც ფეიჯმა ნაციონალურ ტელევიზიაში განაცხადა, არის სერიოზული დანაშაული, რომელიც ჩრდილს აყენებს მოსამართლის რეპუტაციას და ამის გამო ბატონი პეიჯი განთავისუფლებულია მოსამართლის თანამდებობიდან“ – განაცხადა იურიდიული ბიუროს სპიკერმა.
მიუხედავად ამისა, ფეიჯი კვლავ მტკიცედ დგას თავის აზრზე: „როგორც მოსამართლე, მე უნდა ვიმოქმედო მტკიცებულებებზე დაყრდნობით, მაგრამ არ მოიძებნება მტკიცებულება, რომელიც მე დამარწმუნებს, რომ ბავშვების ცხოვრება ერთნაირი სქესის წყვილებთან ისეთივე კარგია, როგორც ცხოვრება დედასთან და მამასთან, რაც ღმერთის მიერაა ნამცნები”, – განაცხადა ფეიჯმა. მან აგრეთვე ხაზი გაუსვა იმას,  რომ სახელმწიფოს მიერ გატარებული პოლიტიკა ერთნაირ სქესიანი წყვილების მიერ ბავშვთა აყვანის თაობაზე, არის „სოციალური ექსპერიმენტი დაუცველ ბავშვებზე“. ფეიჯის ადვოკატებმა, ქრისტიანული იურიდიული ცენტრიდან, ბიუროს გადაწყვეტილებას „ჩვენი დროის  სიგიჟე“ უწოდეს .
ქრისტიანული იურიდიული ცანტრის ხელმძღვანელმა, ანდრეა უილიამსმა განაცხადა: „ლორდ-კანცლერმა  რიჩარდ ფეიჯი თოქ-შოუში საკუთარი პოზიციის გამოხატვის გამო გაათავისუფლა. ახალი, ბოროტი იურიდიული წესრიგის ნიღაბი ჩამოხსნილია. საწინააღმდეგო პოზიციის მქონე ადამიანებს საკუთარო პოზიციის გამოხატვა ეკრძალებათ და თუ ვინმემ მაინც გაბედა ხმის ამოღება – ისჯება. ასეთი ხალხის  განდევნა სასამართლოდან, როგორც არის რიჩარდი, ჩვენი დროის უგუნურებაა. ის მთელი შეგნებული ცხოვრება საზოგადოებას ემსახურებოდა, ის ყოველთვის ქრისტიანული ღირებულებებით, ადამიანების მიმართ ღრმა თანაგრძნობით ხელმძღვანელობს, ამასთან  შესანიშნავი ინტელექტუალური შესაძლებლობების პატრონია.
 
წმ. სტეფანე აღმსარებლის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი bbc. com-ზე დაყრდნობით
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.