Russian English
სკანდალი! რუსი პოლიტიკოსების ფარული ჩანაწერები გაუშვეს НТВ-ზე ოფიციალურად
პარასკევი, 01 აპრილი, 2016 - 22:49
ცნობილ რუსულ ტელე-არხ НТВ-ზე, საგამოძიებო რუბრიკის ფარგლებში გავიდა დოკუმენტური ფილმი „კასიანოვის დღე“, რომელიც ეხება საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა „პარნასის“ თავმჯდომარის მიხეილ კასიანოვის პოლიტიკურ მოღვაწეობას და პირად  ცხოვრებას. დოკუმრნტური ფილმი უხვად არის გაჯერებული პოლიტიკოსის ინტიმური ცხოვრების ამსახველი ფარულად გადაღებული სცენებით.  
როგორც НТВ-ს ჟურნალისტები აღნიშნავენ, კადრები ამოღებულია კასიანოვის ბინიდან და სასტუმროს ნომრებიდან, სადაც პოლიტიკოსი თავის მდივანს ხვდებოდა. ფილმის ეთერში გასვლის შემდეგ, კასიანოვის ცოლმა ოფიციალურად დაიწყო გაყრის პროცედურა.
ხსენებული ვიდეოთი ასევე ცნობილი ხდება, რომ კასიანოვმა არც ისე დიდი ხნის წინ შეიძინა მანჰეტენზე პენტჰაუზი თავის სიძესთან ერთად და განიხილავს ქვეყნიდან ემიგრირებას დიდ ბრიტანეთში.
რუსულ ტელეარხზე გასულ ფილმში ფარულ ვიდეოებთან ერთად მოყვანილია ფარული აუდიოჩანაწერები, სადაც პოლიტიკოსი საუბრობს თავისი გამდიდრების გზებზე. თუ როგორ ყიდულობდა იგი 90-იან წლებში კაპიკებად უძრავ ქონებას, რომელიც მოგვიანებით კარგად გაყიდა. 
ერთ-ერთ ვიდეო ჩანაწერში კასიანოვი უზიარებს თავის აზრს თანაშემწეს, რომ განიხილავს თანამშრომლობას ხოდორკოვსკისთან, რომელსაც შეუძლია ფინანსურად დაეხმაროს მის პარტიას; რომ არსებობს ასეთი პროექტი „ღია რუსეთი“, რომელიც პოზიციონირენას აპირებს როგორც საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა. 
ამის შემდეგ კასიანოვი ხვდება ხოდორკოვსკის ლონდონში, რის შემდეგაც პარიზში ჩერდება. აქ უკვე ფარული ჩანაწერების შემდეგი რიგი იწყება, რომელიც ელისეის მინდვრებთან არსებული სასტუმროდან არის ამოღებული. ამ ჩანაწერებიდან ჩანს, რომ კასიანოვის დამფინანსებლად მოიაზრება უკვე ბილ ბრაუდერი და სენატორი ჯონ მაკეინი. ჩანაწერებისგან შემდგარი   დოკუმენტური ფილმის ბოლოს იგეგმება კასიანოვის თანაშემწის აშშ-ში გადასვლა, სადაც ამ უკანასკნელმა შესაძლოა მიიღოს ჰილარი კლინტონის მრჩევლის პოსტი.
 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.