Russian English
(VIDEO) „სანდრამ რიგის აეროპორტში ფეხსაცმლის გახდაზე უარი განაცხადა!“
სამშაბათი, 05 აპრილი, 2016 - 12:20
საკმაოდ საინტერესო განცხადებას ავრცელებს   თავის ვებ-გვერდზე „საქინფორმის“ მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი. mediacity.ge ბატონი არნოს  განცხადებას შემოკლებული  სახით გთავაზობთ:
„2012 წელს საქართველოს შსს-მ, ჟურნალისტებისა და დიპკორპუსის თანდასწრებით,  მის მიერ აღმოჩენილი სააკაშვილის დროინდელი ორიგინალები - 12 ათასზე მეტი ვიდეოს შემცველი დისკები გაანადგურა. მაგრამ ყოფილმა ხელისუფლებამ, როგორც ჩანს, ასლების გაკეთებაზე იზრუნა: „საქართველოდან კადრების გატანას მხოლოდ ერთი დღე სჭირდება, მაშინ, როდესაც 2012 წლის 1 ოქტომბრიდან ახალი ხელისუფლების მიერ უფლებამოსილების გადაბარებამდე საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გუნდს დაახლოებით 25 დღე ჰქონდა”, - განაცხადა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ ლევან იზორიამ, რომელმაც არ გამორიცხა, რომ დღევანდელი ვიდეოშანტაჟი სააკაშვილის ყოფილი მმართველი პარტიის - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ორგანიზებულია.
 შეიძლება დავეთანხმოთ ბატონ იზორიას: ყველა ვიდეო, რომლებიც პოლიტიკოსების, ჟურნალისტების და სხვა ე.წ. ცნობადი სახეების ინტიმურ ცხოვრებას ასახავს, 2012 წლის 1 ოქტომბრამდე შეიქმნა.  იმ დღეს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, სადაც ხმათა უმრავლესობით ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილმა კოალიცია „ქართულმა ოცნებამ” გაიმარჯვა, რომელსაც, მისივე აღიარებით, ხმების 45%-ზე მეტის მოპოვების  იმედი არ ჰქონდა. ეს საკუთარ გამარჯვებაში დარწმუნებული „ნაცმოძრაობის” ლიდერებისთვისაც მოულოდნელი აღმოჩნდა, ამიტომ ისინი წინასწარ ვიდეოების ასლების დამზადებას და ქვეყნიდან გატანას არ აპირებდნენ.
ლევან იზორიამ ისიც აღნიშნა, რომ სექსუალური ხასიათის სკანდალური ვიდეოკადრები, რომლებშიც ქართველი პოლიტიკოსები მონაწილეობენ, სოციალურ ქსელებში უკრაინიდან, შვედეთიდან და ლატვიიდან აიტვირთა. „ჩვენ მომსახურების საერთაშორისო ცენტრებს მივმართეთ. აქ ლაპარაკია Google-ზე, Facebook-ზე და YouTube-ზე. მათ მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ რომელიღაც კონკრეტული ვიდეოები კონკრეტული ქვეყნებიდან აიტვირთა”, - 
 საქმე ის არის, რომ 2012 წლის ივნისში სააკაშვილის მეუღლემ - ჰოლანდიელმა სანდრა რულოვსმა რიგის აეროპორტში საშინელი სკანდალი მოაწყო - მან სასტიკი უარი განაცხადა შემოწმებისთვის ფეხსაცმელების გახდაზე .
შეკითხვა: რატომ არ დაემორჩილა ჩვეულებრივ კანონმორჩილი ევროპელი ქალბატონი მსოფლიოს ყველა აეროპორტში მიღებულ წესებს? ხომ არ მალავდა საქართველოს მაშინდელი პირველი ლედი ფეხსაცმელში მეხსიერების ბარათს, სადაც ქართველი პოლიტიკოსების ინტიმური ცხოვრების ამსახველი სკანდალური ვიდეოები იყო ჩაწერილი, რომლებიც ამგვარი იდუმალი გზით აღმოჩნდა ლატვიაში?! სააკაშვილი ხომ ვერაფრით ივარაუდებდა, რომ საქართველოს მოქმედი პრეზიდენტის მეუღლეს აეროპორტში ჩვეულებრივი მგზავრივით შეამოწმებდნენ…
საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2016 წლის 5 აპრილი
საქართველო, თბილისი“
 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.