Russian English
75 წლის პელე ფეხბურთში ბრუნდება და აგვისტოში „ოქროზე“ ითამაშებს
სამშაბათი, 19 აპრილი, 2016 - 14:37
ბევრს გაუკვირდება, მაგრამ მთელი თავისი საფეხბურთო კარიერის მანძილზე, ფეხბურთის ლეგენდას არ ჰქონდა უფლება ეთამაშა ოლიმპიურ თამაშებზე. არადა, ოლიმპიური ოქრო  ერთადერთია, რაც აკლია მედლებითა და ჯილდოებით გადავსებულ პელეს სამფლობელოს.
„16 წლის ვიყავი, როდესაც ნაკრებში შემიყვანეს. ჩემს დროს ოლიპიურ თამაშებზე პროფესიონალი ფეხბურთელები არ დაიშვებოდნენ. მე კი, როგორც კი გამოვჩნდი, ეგრევე  გუნდის „სახედ“ ვიქეცი. დღეს წესები შეიცვალა. ვაპირებ ფეხბურთში დაბრუნებას და თავდაუზოგავ ვარჯიშს გამარჯვებისთვის. აგვისტომდე ხუთი თვე მაქვს დარჩენილი და ვემზადები ოლიმპიური ოქროს მოსაპოვებლად“.  
საერთაშორისო ოლიპმიურმა კომიტეტმა 1984 წელს შეამსუბუქა წესები და უკვე ნებისმიერ ფეხბურთელს, 23 წლის ზემოთ შეუძლია ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის მიღება. 
 
 
მასალის წაღება იკრძალება 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.