Russian English
პუტინის ერთადერთი ქართველი დეპუტატის - მაქსიმ კავჟარაძის „ჩეჩნურ-ქურდული“ ვნებები
პარასკევი, 14 იანვარი, 2022 - 17:09
ლიპეცკის ოლქის დეპუტატი, ფედერაციის საბჭოს წევრი და სენატორი  მაქსიმ კავჟარაძე 80-იან წლებში ორჯერ იქნა ნასამართლევი, თუმცა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაკისრებია.  90-იან წლებში იგი ფიგურირებდა მკვლელობასთან დაკავშირებულ ოპერატიულ მასალებში.  2000 წელს მან სიმამრის საშუალებით  რუსეთის ფედერაციის საბჭოში შეაღწია. 
მაქსიმ კავჟარაძე სენატორი  2001 წელს გახდა, როდესავ მისმა სიმამრმა (სოფლის მეურნეობის მინისტრი ალექსეი გორდეევი)იგი ლიპეცკის დეპუტატად გაიყვანა. არადა,  კავჟარაძის  პარლამენტის ზემო პალატაში გაყვანა სარისკო იყო... მისი კრიმინალური წარსულის გამო. 
აი, როგორ იხსენებს კავჟარაძის „მოღვაწეობას“  მისი  ყოფილი მეგობარი  და ბიზნესპარტნიორი:
„კავჟარაძემ შესთავაზა ფედერაციის საბჭოში ჩეჩნების წარმომადგენელს   რომ ჩემი ადვოკატებისა და ქართველი ქურდების შეხვედრის ორგანიზება გაეკეთებინა.  მანამდე კი, ქართველი  ქურდები მოატყუა, თითქოს მე კი არა, მას ართქმევენ ბიზნესს, რომ ის არის   რეალური მფლობელი, უბრალოდ აქამდე თუ არსად არ ჩანდა, მხოლოდ იმიტომ, რომ არ აწყობდა. „კანონიერ“  ქურდებთან  შეხვედა შედგა კუტუზოვის პროსპექტზე მდებარე რესტორანში.  შეხვედრის დროს მე გამოვიტანე დასკვნა, (შესაძლოა არასწორი), რომ მაქსიმ კავჟარაძე ქართული კრიმინალური დაჯგუფების წევრია. ყოველ შემთხვევაში, პროკურატურასა  და რუსეთის შს სამინიტროში ავტორიტეტული ქართველები პრობლემებს მისი საშუალებით აგვარებდნენ“
საბოლოო ჯამში, ჩეჩნურმა დაჯგუფებამ გაიმარჯვა კავჟარაძესა და ქართველ ქურდებსზე.  კავჟარაძეზე აღძრეს სისხლის სამართლის საქმე, თუმცა მან  სენატორის იმუნიტეტით და ხელშეუხებლობით ისარგებლა, მის მეგობრებს კი მასავით არ გაუმართლათ. მაგალითად, მის პარტნიორსა და მის ძმაზე დავით კავჟარაძეზე ძებნა ოფიციალურად გამოცხადდა. 
დღეს მაქსიმ კავჟარაძეს რუსეთის ფედერაციის საბჭოში სერიოზული  პრობლემები აქვს. მისი მდგომარეობა განსაკუთრებით მას შემდეგ დამძიმდა,   რაც გავრცელდა პუტინის განცხადება, რომ პარლამენტსა და მმართველ უწყებებში არ არის იმ პირთა ადგილი, ვინც დისკრედიტირებულნი არიან. 
 
 
მასალის წაღება იკრძალება  
 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.