Russian English
ვან გაალმა ბოდიში მოიხადა
სამშაბათი, 26 აპრილი, 2016 - 17:12
„მანჩესტერსა“ და „არსენალს“ შორის გაიმართა ლიგის ტურის ცენტრალური მატჩი. მეორე ნახევარში სანჩესისგან დაფიქსირდა სიმულაცია, რომელმაც ლუის ვან გაალი აღაშფოთა. მან მსაჯის, ლაისმენისა და მეოთხე მსაჯის გადაწყვეტილება გააპროტესტა. კერძოდ, მომხდარი სიმულირება იქვე მინდორზე გაიმეორა და მოლზე გაგორდა. აღნიშნულმა ქმედებამ „ოლდ ტრაფორდის“ მაყურებელი რა თქმა უნდა გაახალისა. აღნიშნულ ფაქტზე, „წითელი ეშმაკების“ მწვრთნელმა განაცხადა, რომ თავი ვერ გააკონტროლა და საჯაროდ ბოდიში მოიხადა. რაც შეეხება მატჩის ფინალს, ის მასპინძელთა გამარჯვებით 3:2 დასრულდა.
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.