Russian English
„ჩამოწერილი“ მაკგრეგორი დაბრუნდა
სამშაბათი, 26 აპრილი, 2016 - 17:26
ფინალური ორთაბრძოლის ჩემპიონატის (UFC 200) დაწყებამდე, გარკვეული პერიოდით ადრე, სპორტსმენმა კონორ მაკგრეგორმა twitter-ის პირად გვერდზე განათავსა ინფორმაცია სპორტიდან წასვლის შესახებ. მსოფლიოში აღიარებული ირლანდიელის მოულოდნელი განცხადება არ გაკვირვებიათ შერეული ორთაბრძოლის გულშემატკივრებს. მეთოდი აპრობირებულია. გულშემატკივართა მეტი მღელვარებისთვის ასეთ ნაბიჯს ხშირად დგამენ სპორტსმენები. ნოტარიუსის სახელით ცნობილმა მაკგრეგორმა გადაწყვიტა დიადი დაბრუნებისთვის ძალები მოეკრიბა. მატჩის ორგანიზატორებმა და თავად ჩემპიონატის დირექტორმა ბევრი იფიქრეს თუ ცოტა, გადაწყვიტეს გაემართლებინათ „ჩამოწერილი“ სპორტსმენის დაბრუნების მცდელობა და განაცხადეს, რომ აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ამის საპასუხოდ, კვლავ twitter-ის მეშვეობით სპორტსმენმა ასოციაციის მთელ შემადგენლობას მადლობა გადაუხადა: „ადმინისტრაციამ ფანებს გული არ დასწყვიტა და მიუხედავად ჩემს მიერ twitter-ზე გაკეთებული განაცხადისა, მაინც მომეცა შანსი დავუბრუნდე სპორტულ ასპარეზსს."  ცხადია, UFC-ს ორგანიზატორები და თავად სპორტსმენი ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებენ, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამით არაფერი შავდება. გულშემატკივართა სურვილი - იხილონ ორი გიგანტის ორთაბრძოლა, მალე  ახდება. 
მაკგრეგორის პროფესიული სპორტიდან წასვლისა და დაბრუნების პერიოდი ისტორიაში ყველაზე მოკლე პეროდს ითვლის. სპორტსმენს თავისი კარიერის მანძილზე 400 მილიონი დოლარი აქვს გამომუშავებული. ამჟამად, კონორი ისლანდიაში ემზადება ჩემპიონატისთვის. ირლანდიელის მორიგი ორთაბრძოლა დიაზთან შედგება. ეს უკანასკნელი კი აცხადებს, რომ ის მხოლოდ მაკგრეგორთან იბრძოლებს და გასამარჯვებლად აპირებს ტაიმ-აუტის აღებას, რათა საუკეთესო ფორმაში წარსდგეს მოწინააღმდეგის წინაშე.
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.