Russian English
პატრიოტული ლიმუზინების უახლესი მოდელები უფასოდ გადაეცა უშიშროების სამსახურს
ოთხშაბათი, 18 მაისი, 2016 - 12:06

განვითარებულ ქვეყნებში ერთხმად არის მიჩნეული, რომ პრეზიდენტი უნდა გადაადგილდებოდეს ექსკლუზიურად მისთვის დამზადებული ავტომობილით. საუბარია ბრონირებული მანქანების სერიებზე. მსოფლიოში სულ რამდენიმე ქვეყანა აწარმოებს სამთავრობო ბრონირებულ ლიმუზინებს, თუმცა, პრივილეგირებულთა კლუბში მხოლოდ სამი ქვეყანა ერთიანდება - აშშ, ჩინეთი და იაპონია. მათ შესწევთ როგორც ეკონომიკური, ასევე მრეწველობითი პოტენციალი, შექმნან და დაამკვიდრონ პრემიუმ-კლასის ავტომობილთა გამოყენების ტრადიცია. აღნიშნული მანქანები წარმოადგენენ ერთგვარ სავიზიტო ბარათს მწარმოებელი ქვეყნებისთვის. კომპანია Cadillac One (აშშ) არამხოლოდ თვალნათლივ გამოხატავს შტატების დომინანტურ პოზიციას მთელ დასავლურ სამყაროში, არამედ გარკვეულწილად მოქმედებს ამერიკული საავტომობილო ინდუსტრიის კრიზისზე.  

ბოლო დროს, სამეული ქვეყნის რიგებში შეღწევაზე პრეტენზიას აცხადებს რუსეთი. წამყვანი ავტომწარმოებელი „კორტეჟი“ სამთავრობო ლიმუზინების ხაზს უშვებს. საუბარია საპრეზიდენტო ლიმუზინებსა და მისსავე ბაზაზე აგებულ ბიზნეს-კალსის ავტომობილებზე. ცნობილი ხდება, რომ ავტომწარმოებელთა მიერ გამოშვებული პირველი პარტია გადაეცემა რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურს 2017 წლის მიწურულს. რუსეთის პრეზიდენტის ინაუგურაცია 2018 წლის აპრილში შედგება, სადაც  „კორტეჟი“ მონაწილეობას მიიღებს  ქმნილებათა სრული შემადგენლობით. საგულისხმოა, რომ რუსული ლიმუზინის შექმნის იდეა  ჩინური Hongqi Red Flag L9-სგან არის აღებული. ამ უკანასკნელის დებიუტი შედგა 2009 წელს, სამხედრო აღლუმზე პეკინში.

რაც შეეხება განვითარებად საქართველოს - ჩვენ არ გაგვაჩნია არავითარი რესურსი მანქანების საწარმოებლად. მძიმეა ქვეყანაში შექმნილი ზოგადი სოციალური ფონი. ყოველივე ხელს არ უშლის სახელმწიფო ჩინოვნიკებს ხარჯონ 90 მილიონი პირადი ფუფუნებისთის - შეიძინონ უამრავი ძვირადღირებული მანქანა და შეიქმან კომფორტი მაშინ, როცა ბიუჯეტში ტრადიციული, ყოველწლიური მილიარდიანი გარღვევა ფიქსირდება. კალაძის სამინისტროს დაქვემდებარებულმა უწყებამ მხოლოდ ერთ დღეში მილიონ 135 ათასი ლარის მანქანები შეიძინა. ამ ერთ შესყიდვაში შედის 30 „ტოიოტა ქემრი“ 60 ათას 621 ლარად. შენაძენშია ასევე სამი ძვირადღირებული ჯიპის „ტოიოტა ლენდკრუიზერი“ (თითოეულის ფასი 116 ათასი ლარი) და ორი „ლენდკრუიზერ პრადო“. ძვირადღირებული მანქანების შეძენის განსაკუთრებული მადით გამოირჩევა თბილისის საკრებულო, ქვეყნის სათავეებში მოსვლისთანავე მათ შეიძნეს  ახალი ავტომანქანები: „ჰიუნდაი x35“ 37 ათას 515 ლარად, ასევე „კია ოპტიმას“ 44 ათას ლარად და 6 ცალი „ჰიუნდაი ელანტრას“ ძვირადღირებული ავტომანქანები.  

 

 

კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.