Russian English
ორი ღორი - უკრაინა და რუსეთი, საფრანგეთი სასაცილოდ იგდებს ქვეყნებს
შაბათი, 21 მაისი, 2016 - 10:11

ფრანგული ჟურნალი „შარლი ებდო“ დასცინის 2016 წლის ევროვიზიის შედეგებს და ტრადიციულად აქვეყნებს კარიკატურას. ყოველკვირეულმა  სატირულმა გამოცემამ კონკურსის მონაწილე უკრაინა და რუსეთი მომღერალი ღორებით გამოსახა. კარიკატურაზე დატანილია წარწერა - „ამბავი ნიჭისა და პოლიტიკისა, ანუ, როგორ დაუთმო რუსეთმა უკრაინას“.

სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა კარიკატურას მთელი მსოფლიოს მასშტაბით. რუსი პოლიტოლოგი  ვლადიმერ კორნილოვი უღრმავდება ფაქტს და აცხადებს: „საკითხავი ის არის, ფრანგები მხოლოდ ცალკეულ  რუს და უკრაინელ მომღერლებს თვლიან ღორებად, თუ მთელი რუსეთის და უკრაინის მოსახლეობას? დაე თავად განსაჯოს ხალხმა..“

სიახლეს არ წარმოადგენს, რომ ევროვიზიას მუსიკალური კონკურსი მხოლოდ ფორმალურად ჰქვია. ქულათა მინიჭების სისტემა გაჯერებულია პოლიტიკური მოტივებით. თუმცა, როგორც ჩანს, რუსეთს ყოველწიური მარცხისგან მოთმინების ფიალა აევსო. გახსოვთ ალბათ, ხან ქართველების გამო ვერ გაიმარჯვეს, ხან უკრაინის. დაჩაგრული რუსეთი ბრალს დებს უკრაინელ კონკურსანტს წესების დარღვევით მოპოვებულ გამარჯვებაში, ასევე ევროვიზიის ჟიურის მიკერძოებულობასა და პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებაში ადანაშაულებს.

 

კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.