Russian English
ქართველი საქმის სათავეში საზიზღარია: დაიკავებს თუ არა საპატიო ადგილს, მაშინვე თავხედურად გაიპრანჭება - კონსტანტინე კაპანელი ჭანტურია
პარასკევი, 30 ნოემბერი, 2018 - 19:51

არაერთი ფილოსოფიური ნაშრომის ავტორია კონსტანტინე კაპანელი ჭანტურია. იგი ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის დასაწყისში აფასებს ჩვენს ეროვნულ-ისტორიულ თვისებებს. აღნიშნული შეფასებები დღესაც არანაკლებ აქტუალურია - „ქართველი მუხანათი და ვერაგია თავისიანებში; უცხო ტომში გარეული, იგი კეთილშობილი და მორჩილი მოსამსახურეა; ქართველი საქმის სათავეში საზიზღარია: დაიკავებს თუ არა საპატიო ადგილს, მაშინვე თავხედურად გაიპრანჭება და ორლეანის ქალწულის პოზაში ჩადგება; ჭორი, ინტრიგები, აფექტებისა და მგრძნობელობის მსუბუქი აყოლა, უმიზეზო ისტერიული პათოსის, ერთმანეთის კუნთებისა და ბარძაყების შეყურება, ჩვენი ეროვნულ-ისტორიული თვისებებია. ჩვენს ერს უფრო აფექტები ამოძრავებს, ვიდრე მოვალეობა: ჩვენი ნებისყოფა მუდამ მერყეობს, ჩვენ ორგანულად შეგრძნებული არა გვაქვს ჩვენი კულტურ-ტროპიზმი და ისტორიული მიმდინარეობა. ჩვენს სულში არის მრუში და როსკიპული ლირწებრივობის სურვილი. ჩვენი ისტორიული აფექციონალი, ჩვენი რყევადი წარსული ალაყლაყებს ჩვენს ნებისყოფას და ჩვენი ფიზიოლოგიური ბუნების ხვეულებში დაძრწის სადისტური წადილი ვიყოთ ვინმეს მიერ ძალდატანებული, დაჭყლეტილი. ერთმანეთის დაბეზღებაში ვართ, ერთმანეთი გვძულს; სოციალური, კოლექტიური არსებობისა და თვითშენახვის ინსტინქტი ჩვენში არ მოქმედებს; ქართველი პირადი ინტერესების თვალსაზრისით უყურებს ყოველგვარ საზოგადო საქმეს, ყოველგვარ ისტორიულ მოძრაობას. არც ერთი ერის ისტორიაში იმდენი ღალატისა და ერთმანეთის მტრობის მაგალითები არ შეგხვდებათ, რამდენსაც ჩვენს წარსულში ჰქონია ადგილი: ზეინაბები, ოთარ-ბეგები, სააკაძეები, ფალავანდიშვილები, კაჩუხაშვილები ჩვენი ისტორიული უკუღმართობის და მრუშობის ცოცხალი გალერეაა; ქართველი საზოგადო მოღვაწე ფლიდი, ცუღლუტი და მანკიერია; ქართველი მწერალი ცრუ, კუდაბზიკა და ტრაბახაა; ქართული საზოგადო დაწესებულება ინტრიგებისა და ჭორების საზიზღარი ბუდეა; ქართველი დილიდან საღამომდე სულ იმაზე ფიქრობს, თუ როგორ დაამციროს მეორე ქართველი: წახდება თუ არა ამით საერთო საქმე, ეს ქართველს არ აწუხებს“ - წერს კონსტანტინე კაპანელი ჭანტურია თავის ერთ-ერთ ნაშრომში. 

კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.