Russian English
ლიდერბეთი საჯაროდ იხდის ბოდიშს
კვირა, 29 მაისი, 2016 - 19:36

 „ლიდერბეთმა“ აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარა. მათ ვერ, ან არ გათვალეს ის ფაქტი, რომ საკუთარი ქვეყნის ოკუპირებული ნაწილი ავტომატურად არ უნდა მოხვედრილიყო საიტზე. დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში შესაძლებელი იყო ფსონების დადება „დამოუკიდებელი“ აფხაზეთის თამაშზე, რამაც აღაშფოთა ქართველი გულშემატკივარი. სწორედ მათი მოთხოვნით კომპანია ლიდერბეთმა დღეს საჯაროდ მოიბოდიშა: - „ლიდერბეთის“ ტოტალიზატორს რიგ კოეფიციენტებს აწოდებს ერთ-ერთი შვეიცარული საბუკმეიკერო კომპანია. აღნიშნული კოეფიციენტები ავტომატურ რეჟიმში ისახება ლიდერბეთის პროგრამაში. ყველა ჩემპიონატი და მატჩი საიტზე გამოდის მომენტალურად, რის შემდეგაც მოწმდება 10 წუთის ინტერვალში და ითარგმნება ქართულ ენაზე. დღეს ონლაინ ტოტალიზატორ და კაზინო „ლიდერბეთის“ ვებ გვერდზე გამოჩნდა საფეხბურთო თამაში, რომელშიც ერთ-ერთი გუნდი, აფხაზეთის, როგორც ქვეყნის სახელით იყო წარმოდგენილი. აფხაზეთის თამაშის აღმოჩენისთანავე მოხდა აღნიშნული თამაშის ამოღება ჩვენი საიტის პროგრამიდან, სწორედ ამიტომ არ იყო იგი ნათარგმნი. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ „ლიდერბეთს“ ზემოთხსენებულ თამაშზე არ მიუღია არცერთი ფსონი. აღნიშნული შეცდომის მიზეზი იყო ის ფაქტი, რომ ლიდერბეთი ყველა ტიპის ჩემპიონატზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით იღებს ფსონებს. ამ შემთხვევაში ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო მომხდარი შეცდომა აღმოჩენისთანავე აღმოიფხვრა“. ჯერ-ჯერობით კომპანია „ლიდერბეთს“ სახელმწიფოსგან არავითარი ჯარიმა, სანქცია ან სხვა რაიმე  სახის სასჯელი არ აქვს მინიჭებული.  

კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.