Russian English
„ხალხი შეცდომებს ადვილად მაპატიებს“ - ნანუკა ჟორჟოლიანი. როგორ წამყვანს არ ჰპატიობს ხალხი შეცდომებს?
ორშაბათი, 06 ივნისი, 2016 - 06:32

გადაცემა „ნანუკას შოუს“ ავტორი და წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი საუბრობს თუ როგორი უნდა იყოს საეთერო გადაცემის წამყვანი. მისი თქმით, შესაძლოა ძალიან განათლებული და ნიჭერი იყოს წამყვანი,  მაგრამ იყოს მატყუარა და არაკომპეტენტური: - „სხვა გადაცემის წამყავნი შესაძლოა ჩემზე განათებული და ნიჭიერი იყოს, შეიძლება ჩემ შოუზე უფრო „მაგარ“ შოუს დგამდეს, მაგრამ ხალხი მე უფრო მაპატიებს შეცდომებს. მაყურებელს თავს არ ვაჩვენებ, თითქოს კომპეტენტური ვარ რაღაც საკითხებში. მაგალითად, როცა ჩემი ხშირი რესპონდენტი კახა ბენდუქიძე ისეთ თემაზე მელაპარაკებოდა, რომელშიც ვერ ვერკვეოდი, არ შევდიოდი მასთან პოლემიკაში, ჩემი არაკომპეტენტურობით მხოლოდ წავაგებდი. შესაბამისად, როცა მაყურებელს ზემოდან არ უყურებ და პირიქით, ეუბნები რომ ვერ ერკვევი საკითხში, ის მაყურებელი გაცილებით უფრო მეტად გპატიობს. არაკომპეტენტურობის აღიარება გამოსავალი არ არის, მაგრამ უფრო ადვილად გეპატიება. ჩემი გადაცემებიდან შეცდომებსაც არ ვჭრი, ვაჩვენებ ადამიანებს, რომ მეც მეშლება რაღაცები“. - აცხადებს ნანუკა ჟორჟოლიანი.    

 

კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.