Russian English
„ეროსიმ რუსთავი 2 რუსეთის ელჩობაში გაცვალა“ - გელა ნიკოლაიშვილი
ორშაბათი, 13 ივნისი, 2016 - 08:20

ისტორიკოსი და იურისტი გელა ნიკოლაიშვილი ეხმიანება რუსთავი 2-ის ირგვლივ წარმოქმნილ ვითარებას და აფასებს მის სამართლებრივ, კერძო დავისა და პოლიტიკურ საკითხებს. ასევე საუბრობს არხის მედიათავისუფლებაზე: - „ბიძნა ივანიშვილმა სწორი თქვა, როცა განაცხადა, რომ რუსთავი 2-ის თემას ასწევდნენ და აღარ ჩამოსწევდნენ თვეობით. გვეუბნებიან, თითქოს თავისუფალ სიტყვას საფრთხე ემუქრება, რომ თითქოს რუსთავი 2 არის თავისუფლების მედროშე და თუ ამ არხს რამე დაემართა საქართველოში თავისუფალი სიტყვა აღარ იარსებებს. სხვა არხების ჟურნალისტების გამკვირვებია, როდესაც ამავე აზრს იმეორებენ - ეს ხომ აღიარებაა იმისა, რომ თავად არ არიან თავისუფალნი. სქართველოში 50-მდე ტელეკომპანიაა, გამოდის, რომ რუსთავი 2-ის გარდა ყველა მიკერძოებულია, არადა თუ ვინმე არაობიექტურია, თუ ვინმე მიკერძოებული და ტენდენციურია, ეს არის პირველი რიგში რუსთავი 2, რადგან ის არის პარტიული ტელევიზია. ის არც მალავს ამას, თავად ამბობს მხარე ვარო. ჩვენ შესაძლოა განვიხილოთ იგი ოპოზიციის ტელევიზიად, პოლიტიკურ ტელევიზიად, პარტიის ტელევიზიად, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არამც და არამც თავისუფალი სიტყვის ტელევიზიად არ განიხილება რუსთავი 2. მეტ-ნაკლებად თავისუფალია ყველა ტელევიზია ხსენებლი არხის გარდა. თუ ხელისუფლებას აგინებ პარტიული კუთხით, ეს არის თავისუფლება? ობიექტური ანალიზი და ობიექტური გადმოცემა არცერთ სხვა ტელევიზიას არ უჭირს, როგორც რუსთავი 2-ს. თვითონ ჯიდიესიც კი, რომელსაც მთლად თავისუფალს ვერ დაარქმევ, ცდილობს ობიექტურობის ფარგლებში მოგვაწოდოს ინფორმაცია. რაც შეეხება რუსთავი 2-ის სამართლებრივ მხარეს, ჩენ ყველამ კარგად ვიცით, რომ არხის დაარსების დღიდან ეროსი კიწმარიშვილი ფლობდა მას, რუსთავი 2 ნაციონალური მოძრაობის დროიდან გარდამავლად გადადიოდა სხვადასხვა მესაკუთრის ხელში, მათ შორის ქიბარ ხალვაშის ხელშიც იყო, შემდეგ ყარამანიშვილების. აქ ყოველთვის პოლიტიკური მოტივებით ინიშნებოდნენ არხის მესაკუთრეები. არც ქიბარ ხალვაშს მოუპოვებია მმართველობა სუფთად, ამ ლოგიკით დავის საფუძველი ყველა ყოფილ მესაკუთრეს აქვს, თუმცა ყველაზე ნაკლებად ეროსი კიწმარიშვილს ჰქონდა დავის საფუძველი, რადგან მან ოფიციალურად გაასხვისა ეს ტელევიზია. გაცვალა იმაში რომ წავიდა ელჩად რუსეთში, სამაგიერო ბიზნესები მიიღო, მისთვის არავის წაურთმევია არხი, მან თავისი ნებით დათმო, რაღაცაში გაცვალა. ეროსის შემდეგ ყველა მფლობელი იყო პოლიტიკური კუთხით არჩეული. პრეტენზია ქიბარ ხალვაშსაც ჰქონდა და ყველა ყოფილ მფლობელს.რუსთავი 2-ის საქმის სხდომაზე ერთი მხარის - პაატა სალიას გამოსვლა ძალიან დამაჯერებელი იყო, რუსთავი ორის დავაში არცერთი მხარე არ არის სუფთა. თუმცა, გაცილებით დამაჯერებელი არგუმენტები ჰქონდა პაატა სალიას - ხალვაშის ადვოკატს. ნიკა გვარამიას კი სრულიად არ გააჩნდა არგუმენტები და განძრახ სიტუაციის პოლიტიკურად გასამწვავებლად თავი გაიგდო მსვლელობიდან“. - აცხადებს გელა ნიკოლაიშვილი.

კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.