Russian English
რობერტ სტურუა: ნუთუ მთელი საქართველო ვენერიულმა სენმა შეიპყრო
სამშაბათი, 12 ივლისი, 2016 - 14:24
რობერტ სტურუა ზუგდიდის თეატრთან  დაკავშირებით შემდეგ პოსტს აქვეყნებს :
„რუსთაველის თეატრი ზ უ გ დ ი დ შ ი 
გვითხრეს, ზუგდიდის თეატრის შენობაში შესვლაც კი საშიშიაო - გამახსენდა ფოტო, მთელმა მსოფლიომ რომ იხილა ინტერნეტში - თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი გაოგნებული გაჰყურებს განგრეულ ჭერს - ეს წუთია თავის კაბინეტში მსახიობებს ესაუბრებოდა - უეცრად გაიპო იატაკი და სავარძელში მჯდომი, ერთი სართულით დაბლა ჩამოფრინდა...
ამიტომ ჩვენ ქაღალდის კომბინატის კლუბში ვთამაშობთ "თორმეტ განრისხებულ მამაკაცს."...
საქართველოში, მოგწონთ თუ არა, ყველა თეატრს მიხედა "ოცნებამ" (ანუ იმ კეთილმა ადამიანმა, ვისაც უმადური ქართველები ვერ იტანენ!) 
სამწუხაროდ, ერთადერთი თეატრი, რომელსაც ვერც გუბერნიამ, ვერც თვითმართველობამ ვერ მოუარა - იმ ბრწყინვალე მხარის დედაქალაქში იმყოფება, ვინც ქართული თეატრის ისტორიას უკვდავი სახელები შემატა:
ვ.გუნია, შ. დადიანი, ა.ხორავა, მ. ჩახავა ( ყველას ვერ ჩამოვთვლი!)
ნეტავ თუ აინტერესებს ვინმეს, სად იმყოფება ამჟამად უსახლკაროდ დარჩენილი ზუგდიდის თეატრის დასი?!
ნუთუ არავის აღელვებს მათი ბედი?!
ნუთუ მთელი საქართველო პოლიტიკურმა( ვენერიულმა?) სენმა შეიპყრო და იმ კლოშმერლური არჩევნების გარდა არაფერი აღელვებს: 
"ვინ - ვის?"
ბოდიში, და ხელოვნება?.. და თეატრი?..
და (უკაცრავად) სული?..
სული არა, - ... პარლამენტი!“ 
 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.