Russian English
ამაღამ მიწისძვრა იქნება! - რას ამბობენ სპეციალისტები
სამშაბათი, 12 ივლისი, 2016 - 23:06
12 ივლისს მომხდარმა მიწისძვრამ რატომღაც ე.წ. კატაკლიზმური მოლოდინი გააჩინა  მოსახლეობაში. მაგალითად, სოციალური მედიის საშუალებით აქტიურად მუსირებდა აზრი, რომ მიწისძვრა აუცილებლად განმეორდება. რაც მთავარია, ეს ღამის საათებში მოხდება.
Mediacity.ge ამასთან დაკავშირებით დედამიწის შესწავლის ინსტიტუტისა და  სეისმური მონიტორინგის ცენტრის დირექტორს, თეა კოდალაძეს დაუკავშირდა: 
- ქალბატონო თეა, გვაინტერესებს, რამდენად შეეფერება  სინამდვილეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შესაძლოა მიწისქვეშა ბიძგები კიდევ განმეორდეს?
- რაც შეეხება განმეორადობას. ეს იყო შედარებით მაღალი ტიპის ბიძგები,. 4,8 გახლდათ მისი ამპლიტუდა და ამას მოყვება თავისი  პატარ-პატარ ბიძგები რამდენიმე დღის განმავლობაში. 27 ასეთი პატარა მიწისძვრაა უკვე  დაფიქსირებული. ამას აფიქსირებს აპარატი და ვერ აფიქსირებს ადამიანი. 
- ანუ მცირე მიწისძვრები კიდევ იქნება ?
- იცით, ასეთი რყევები... ზოგადად სეისმურობა დამახასიათებელია საქართველოს რეგიონისთვის. ახალი არაფერი არ არის ამაში, სამნახევარი ამპლიტუდა ყოველთვის ფიქსირდება ჩვენთან. წლის განმავლობაში საშუალოდ 30 ასეთი მიწისძვრა ხდება. სამწუხაროდ მოსახლეობა ამის შესახებ ნაკლებად არის ინფორმირებული და უფრო ასეთი კატაკლიზმების მოლოდინი აქვთ ხოლმე. უკვე გავახმოვანეთ, რომ 12 ივლისს მომხდარი მიწისძვრის ეპიცენტრი იყო ჯავახეთის ქედზე, დმანისიდან  დასავლეთით, 4,8-იანი ამპლიტუდით. ჩვენთან იყო უკვე ეფექტი, როდესაც ეს ტალღა ცხრება.  თბილისიდან იყო დაახლოებით 52 კმ-ზე.
- ანუ ამაღამ და მომდევნო დღეებში მიწისძვრა განმეორდება?
- იქნება პატარ-პატარა ბიძგები, რომელსაც მხოლოდ აპარატი დააფიქსირებს.            
 
მასალის წაღება იკრძალება
 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.