Russian English
მამუკა გამყრელიძე: „მოვიდა დრო, საქართველომ პრეზიდენტად ამირჩიოს!“
ხუთშაბათი, 04 აგვისტო, 2016 - 12:20
„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი ელჩი ჩინეთში, ნიკა რურუას და ნიკოლოზ ვაშაძის თანამებრძოლი, საზოგადოებრივი მოძრაობა „ივერიას“ ერთ-ერთი დამფუძნებელი მამუკა ვაშაძე შემდეგ პოსტს აქვეყნებს: 
 
„ვერანდაზე ვზივარ. მოკაში, ჩემი ხელით მოხარშულ ყავას ვსვამ და სიგაროლას ვაყოლებ. როცა კარგად მოხალული არაბიკას არომატი ჰავანას კვამლს უერთდება, საოცარი სინთეზი იქმნება. თითქოს ნუშის ნამცხვარს მიირთმევ. 
თვალები მივნაბე, არომატი ცხვირში გავუშვი და თავში მოგონებები გაცოცხლდა... გახუხულ პურზე დადებული ცივი ფუაგრა, ზედ გადასმული წითელი ხახვის კონფიტიური. სადღაც ყრონტიდან რომ სამი არომატი ერთად წამოვა და ცხვირში აგიფეთქდება. მერე სამივეს ბრიუტის ცივი სიმშრალით ჩარეცხავ და უკან კვლავ გახუხული ტოსტის არომატი დაგიბრუნდება, ოღონდაც უკვე შამპანურის და არა თავად პურის.... განცხრომა...
ეტყობა მოვიდა დრო საქართველომ პრეზიდენტად ამირჩიოს ! ხომ ხედავთ, განცხრომის ჟამს  „მდიდარი სექსუალური ცხოვრების" კადრები აღარ მომდის თავში“ - წერს მამუკა გამყრელიძე.
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.