Russian English
დიდი თაღლითობა - ზურაბ წერეთლის წინააღმდეგ მართლმადიდებლური ეკლესია გამოდის
სამშაბათი, 18 აპრილი, 2017 - 11:19
დღეს-დღეობით გროვდება ხელმოწერები, რათა სანკტ-პეტერბურგის ცენტრიდან მოიხსნას წერეთლის მიერ 2013 წელს დადგმული ქრისტეს ქანდაკება. მისი სიმაღლე 33 მეტრია, ნიშნად იმისა, რომ ქრისტემ 33 წელი იცხოვრა. თავდაპირველად, გამიზნული იყო  ქანდაკება საჩუქრად გადასცემოდა ქალაქ სოჭს,  თუმცა აღმოჩნდა, რომ იქ ადგილი ვერ მოინახა სკულპტურის დასადგმელად.  ამის შემდეგ, ზურაბ წერეთელმა „ფირფიტა“ გადააბრუნა და   დღეს ქართველი მოქანდაკე აცხადებს, რომ მან სკულპტურა სპეციალურად სანკტ-პეტერბურგისთვის შექმნა, (რის სოჭი, რა სოჭი!). სკანდალი ამმით არ დასრულებულა, ხსენებული სკლუპტურის წინააღმდე (რომელიც რიო-დე-ჟანეიროში არსებულ ქრისტეს ქანდაკებაზე  3 მეტრით მაღალია), გამოვიდა რუსული ქრისტიანული ეკლესია და რომანოვების დინასტია. მაგალითად, რუსულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ხაზგასმით დააფიქსირა თავისი პოზიცია და განაცხადა, რომ ქრისტიანები ქანდაკებებს თაყვანს არ სცემენ. ანალოგიურად, ქანდაკების მოხსნა მოითხოვეს რომანოვებმაც, არადა   წერეთელმა რომანოვებს 17 ქანდაკება მიუძღვნა, რომლის საერთო ღირებულებაც 20 მილიონი დოლარია. აქვე დავძენთ, რომ ამ შემთხვევამდე  ერთი თვით ადრე წერეთელმა 82 მეტრიანი კოლუმბის ქანდაკება გაგზავნა ქალაქ პუერტო-რიკოში, რომლის ღირებულებაც შეადგენდა 14 მილიონ დოლარს.
2007 წელს ქართულმა გამოცემამ   „The Georgian Times“ ზურაბ წერეთელი ყველაზე მდიდარ ქართველთა ათეულში შეიყვანა 2 მილიარდი დოლარის ქონებით. იგი ჯერ მაშინ იწოდებოდა მდიდარ ქართველად, როცა 50 რუბლიანებს „ზურაბკოი“-ს უწოდებდნენ, რადგან უფრო ნაკლებ თანხას არ სცნობდა ახალგაზრდა სკულპტორი. დიდება და სახელი ადრეულ ასაკში მოიპოვა წერეთელმა. მისი ქანდაკებებით, მოზაიკითა და დეკორატიული პანელებით გაფორმებულია გაგრის, სოხუმის, ბორჯომის, ადლერის, სოჭისა და ბიჭვინთის შენობა ნაგებობები. სკულპტორის ბიოგრაფიაში პირველი სკანდალი ადრეულ წლებში ბიჭვინთაში მოხდა, როცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და სსრ კავშირმა პრეტენზია გამოთქვეს სკულპტორის მუშაობაზე, თუმცა დაწუნებული სამუშაოს მიუხედავად სკულპტორს მაინც ვერაფერი ავნეს, რადგან მას პატრონად გამოუჩნდა მაშინდელი ცენტრალური კომიტეტის კომუნისტური პარტიის მდივანი ედუარდ შევარდნაძე და მიხეილ პოსოხინი - მთავარი არქიტექტორი მოსკოვში. ამ უკანასკნელთან მეგობრობა საბოლოოდ დანათესავებაში გადაიზარდა - წერეთლის ქალიშვილი და რუსი არქიტექტორის ვაჟი დაქორწინდნენ. 90- ან წლებში მილიონერმა სკულპტორმა ტრანსფორმაცია განიცადა და უეცრად მილიარდერი გახდა.
მაშინ, როცა კანონიერი ქურდი ზაქარია კალაშოვი დაიჭირეს, ნათელი მოეფინა უამრავ შავ-ბნელ საქმეს. ერთ-ერთ მათგანში ზურაბ წერეთელიც ფიგურირებს.  კერძოდ, 90-იან წლებში წერეთელმა, ამერიკის მოქალაქე ალექს კრეინმა და თავდაცვის სამინისტროს მაშინდელმა თანამშრომელმა ვინმე აზიზბეკიანმა თანამფლობელობაში გაიფორმეს ორი კაზინო მოსკოვში -  „კრისტალი" და „გოლდენ პალასი". ამ საქმესთან დაკავშირებით, კაზინოს იურისტი ვლადიმერ დუხნოვი და ერთ-ერთ თანამფლობელი ალექს კრეინი 2000 წელს მოკლული იპოვეს. 90-ანების დასაწყისში კიდევ ერთი უცნაური ფაქტი ფიქსირდება, რომელიც ასევე ზურაბ წერეთელს უკავშირდება - საუბარია პუერტო-რიკოსთვის განკუთვნილ კოლუმბის ქანდაკებაზე. 1992 წელს რუსეთს სურდა ქადაკება საჩუქარად გადაეცა აშშ-სთვის. ქანდაკების გადატანასთან დაკავშირებით, ლუჟკოვმა ბორის ელცინს სთხოვა გაეთავისუფლებინა საბაჟო გადასახადებისგან ის მასალები,  რისგანაც შედგებოდა ქანდაკება. მოგვიანებით  მებაჟეებმა ეკატერინბურგთან აღმოაჩინეს 85 ათასი ტონა სპილენძი, რაც რუსეთში სპილენძის ექსპორტის წლიური მაჩვენებლის 10 %-ია. ფაქტზე აღიძრა კონტრაბანდის მუხლით სისხლის სამართლის საქმე, თუმცა მალევე წერეთლის ინტერესებიდან გამომდინარე. ამ ამბიდან 2 წლის შემდეგ, რუსეთი ზურაბ წერეთლის ახალ ქანდაკებას ჩუქნის ესპანეთის ქალაქ მარბელიას. საბოლოო ჯამში კი აღმოჩნდა, რომ ეს არანაირი საჩუქარი არ იყო. მუშათა პარტიის წარმომადგენელმა იზაბელ გარსია მარკესმა პრეს-კონფერენცია გამართა, სადაც განაცხადა, რომ  სინამდვილეში ქანდაკებისთვის  ქალაქის მერმა ბიუჯეტიდან არაპირდაპირი გზით გადაიხადა 1 მილიონი დოლარი.  მოსკოვის იმდროინდელმა მერმა ლუჟკოვმა და წერეთლმა ქანდაკების სანაცვლოდ ესპანეთში - ლოს-გრანადოსში აპარტამენტები მიიღეს. ესპანურმა გამოცემამ ესპანეთში დადგმულ ძეგლს აისბერგის მწვერვალი უწოდა, თუმცა სინამდვილეში იგი წარმოადგენდა სპილენძისა და ბრინჯაოს კონტრაბანდას. ამ საქმესთან დაკავშირებით ესპანეთში საქმე აღიძრა მერის და ზურაბ წერეთლის  წინააღმდეგ, თუმცა წერეთელმა მოახრერხა  რამდენიმე წელიწადში ამ საქმეზე ძიება შეწყვეტილიყო. 
რაც შეეხებათ ლუჟკოვსა და წერეთელს, მათი კავშირი ნათელმირონობით არის გამტკიცებული. რუსეთში წერეთლის ქმედებებიდან ყველაზე დასამახსოვრებელია -  მანეჟნაიას მოედნის, პეტრე I-ის  ძეგლისა და მაცხოვრის ტაძრის პროექტების რეკონსტრუქცია. პეტრე I-ის ქანდაკება რუსეთის მთავრობის შეკვეთით დამზადდა, რაშიც წერეთელმა 100 მილიონი დოლარი მიიღო. მაცხოვრის ტაძრის მშენებლობის დასაწყებად წერეთელმა მოითხოვა  1.2 მილიარდი რუბლი. თავდაპირველად წერეთელი სამუშაოს პასუხისმგებლობით ეკიდებოდა, თუმცა შემდგომში გამოსაყენებლი მასალა, რომელიც მარმარილო უნდა ყოფილიყო, წერეთელმა იაფფასიანი პლასტიკატით ჩაანაცვლა, რაშიც ამხილეს.  ანალოგიურად, პლასტმასის მასალა გამოიყენა დასასვენებელი კომპლექსის მშენებლობისას. ამ უკანასკნელის მშენებლობაზე კონკურსი იყო გამოცხადებული  და თავდაპირველად კონკურსში ბორის ულკინმა გაიმარჯვა.  თუმცა სასწრაფოდ ჩატარდა ახალი კონკურსი და მასში უკვე გაიმარჯვა წერეთელმა. შედეგად არავითარი დასასვენებელი ცენტრი აღარ აშენებულა, აშენდა მხოლოდ ერთი სავაჭრტო ცენტრი, კვადრატული ფართი 5 ათას დოლარად შეფასებული, რომლის დეკორიც თავიდან ბოლომდე  პლასტიკატისგან არის დამზადებული.
 2007 წელს მოსკოვის მთავრობამ 330 ჰექტარი გადასცა წერეთლის მიერ დაფუძნებულ ორგანიზაციას, რათა აშენებულიყო საბავშვო პარკი. იქ სადაც რუსეთის დისნეილენდი უნდა აშენებულიყო, დღეს ბუნებრივი აირის სადგურია, ასევე  რესტორანი, მოტო-კლუბი და ცემენტის ქარხანა. ფონდი ნაკვეთებს აქირავებს და ცდილობს ისარგებლობს საგადასახადო შეღავათებით, თუმცა საგადასახადომ მაინც მოსთხოვა 800 მილიონი რუბლის გადახდა. დღეს საქმე სასამართლოში განიხილება. 
წერეთლის ეპოქა 2010 წელს დასრულდა. მან კავშირი გაწვიტა ლუჟკოვთან. დღესდღეობით იგი რამდენიმე შენობის მფლობელია მოსკოვში. მას დღემდე უჩივიან უკანონო მშენებლობებისა და უკანონო რეკონსტრუქციებისთვის.
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.