Russian English
„ეს ქალი კი არა, ბალისტიკური რაკეტაა, ვაიმე დედა!“
ოთხშაბათი, 10 აგვისტო, 2016 - 18:38
„ნაციონალური მოძრაობის“  სახე,  მიხეილ სააკაშვილის გული და გიგი უგულავას ღირსება - მეგი გოცირიძე, შემდეგ პოსტს აქვეყნებს:   
„ეს თავად ის არის მეგობრებო, არა არ გეჩვენებათ! ეს თავად ის გახლავთ, სწორედ ის უწოდებს საკუთარ თავს ბრძენს და ის ფლობს მედია საშუალება „ობიექტივი"-ს, კვირაში მინიმუმ სამჯერ თავად უტარებს მის დიდი აუდიტორიას ლექციებს ყველა საკითხზე, ასევე ვალერი კვარაცხელიას მიჰყავს გადაცემები და ტრისტან წითელაშვილ-ფინთიკოზ კორკოტას და ყველა რუსეთუმეს, ვინსაც კი ვიცნობთ საქართველოში მისი სტუმარია.
‎ვაიმე დედა‬, ეს უკვე მეტეორი კიარა, თავად ბალისტიკური რაკეტაა, შორი მოქმედების იარაღია რომელიც, როგორც წესი, მზადდება მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე ბირთვული საბრძოლო თავების მისატანად. მათი შორის მოქმედების რადიუსის და დამანგრეველი ძალის გამო, სრულმასშტაბიანი ბირთვული ომის შემთხვევაში კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტები წარმოადგნენ ყველაზე უფრო დამანგრეველ ძალას.
საკუთარ თავს ბრძენს უწოდებს და საქართველოს ხელისუფლებაში მოსვლას გეგმავს , აქვს ძალიან დიდი ფული, ფლობს ტელევიზიას , გახლავთ „თურქეთ-ამერიკამოძულე" და „რუსეთმოყვარე"! რუსეთის ფედერაციამ , ივანიშვილმა, თარხან ბრძენის ტელევიზიის დახმარებით და ბედუკაძის დადგმული ცოცხით სახელმწიფო რუს ოლიგარქს ჩაუგდო ხელში. პარტია „პატრიოტთა ალიანსი" რუსი პატრიოტებისგან არის დაკომპლექტებული და მას ივანიშვილი იყენებს. მხოლოდ მაშინ როდესაც რომელიმე პერსონას უნდა რომ დაუპირისპირდეს და მისი დისკრდიტაცია მოახდინოს!
ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ ინაშვილის პარტია ბარიერს ვერ გადალახავს და ის ფაქტიც სასიხარულოა, რომ მხოლოდ 2-3 მაჟორიტარს გააყვანინებს ბიძინა და ამით დასრულდება ამ მავნებლების თარეში და უბედურების მოტანა ამ ქვეყნისთვის!“ - ღაღადჰყოფს მეგი გოცირიძე. 
 
მასალის წაღება იკრძალება
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.