Russian English
მუსლიმმა ქალბატონმა ტაძარი გამოისყიდა და მართლმადიდებლებს აჩუქა
შაბათი, 27 აგვისტო, 2016 - 20:43
ჩელიაბინსკის რაიონში მხორებმა მუსლიმმა  ქალბატონმა ეს შენობა მაღაზიის გასაკეთებლად შეიძინა, თუმცა როდესაც მისი ისტორია შეიტყო ადგილობრივ ეპარქიას აჩუქა.
სამების ეპარქიის მონაცემებით, წმ. ნიკოლოზის ეკლესია აშენებულია 1895 წელს, რუსეთის უკანასკნელი იმპერატორის ნიკოლოზ მეორის განკარგულებით. ტაძარი მხოლოდ 22 წელის იყო მოქმედი, ვინაიდან 1917 წლის რევოლუციის დროს ეკლესია გაიძარცვა და სამეურნეო საჭიროებების საწყობად გადაკეთდა. მოგვიანებით გაიხსნა სასადილო, რამელიც ფუნქციონირებდა 80-იანი წლების შუამდე, სანამ სრულიად არ გამოვიდა წყობიდან. ამჟამად ტაძარი ჩელაბინსკის ოლქის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლადა აღიარებული. 
„ჩემი დიდი ბებია იყო ამ ეკლესიის დიასახლისი რევოლუციის წლებში, ცნობილია, რომ აქ მოკლულ იქნა მღვდელი და ჩამარხული ეკლესიის კედლის ქვეშ. წინა კვირას ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა დაიწყეს ეკლესიის აღდგენა და ბევრი რამ გააკეთეს. ვიმედოვნებ ორ კვირაში აქ პირველი ლიტურღია შესრულდება“ – განაცხადა ტაძრის დიასახლისმა.
ეკლესია მდებარეობს დაბა ჩერნორეჩიეში, ახლო სოფლებში კი ეკლესია არ არის.
„ამჟამად ეკლესიაში გაიწმინდა საკურთხეველი, ჩაისვა ფანჯრები და კარები. ჯერ არ არსებობს სახურავი, მაგრამ ეკლესიას უკვე შემოწირეს ახალი გუმბათი და წმ. ნიკოლოზ სასწაულმოქმედის ხატი. სახლში მე, სკივრში  ვიპოვე ძველებური ხატი, ისიც იქნება ტაძარში დაბრძანებული“ – აღნიშნა ტაძრის დიასახლისმა.
 
სტეფანე აღმსარებლის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი „კენოზისი“
 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.