Russian English
ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები აღშფოთებას გამოთქვამენ მოქმედი კანონმდებლის დიმიტრი ხუნდაძის მიერ გაკეთებული განცხადებების გამო:
სამშაბათი, 06 სექტემბერი, 2016 - 10:40
 ახალგორის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  წევრები   აღშფოთებას გამოთქვამენ მოქმედი კანონმდებლის  დიმიტრი  ხუნდაძის მიერ  გაკეთებული  განცხადებების  გამო:
„ჩვენთვის მიუღებელია მცხეთის საკრებულოს დეპუტატებისადმი დიმიტრი ხუნდაძის ცინიკური და თანამდებობისათვის შეუფერებელი დამოკიდებულება. შეურაცხმყოფელი იყო ცილისწამება კორუფციულ გარიგებაში ცეზარ ჩოჩელთან.
ამრიგად, ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულო სოლიდარობას უცხადებს მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და უერთდება მათ ცეზარ ჩოჩელის მხარდაჭერის საკითხში, ვინაიდან ის გახლავთ დღეისთვის წარმოდგენილ კანდიდატთა შორის ლიდერი და მისი გეგმები ემთხვევა ჩვენს სამომავლო ხედვებს ქვეყნის განვითარებასთან მიმართებაში. ასევე ერთმნიშვნელოვნად ვაფიქსირებთ, რომ საკრებულოს წევრთა სრული უმრავლესობა მხარს ვუჭერთ ,,ქართულ ოცნებას’’ და სრულ თანადგომას ვუცხადებთ მას.“ - ნათქვამია     ერთობლივ  განცხადებაში, რომელსაც  ხელს აწერს    ახალგორის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს  12  წევრი.    ამავე  განცხადებაში ისინი   მოქმედ  დეპუტატს  მოუწოდებენ ხელი  აიღოს ბინძური  ჭორებით  მანიპულირებაზე და მმართველ  პარტიაში დაბეზღებაზე!
ნუ იძლევა ფუჭ დაპირებებს, თითქოსდა  არჩევნების  შემდეგ ახალგორის  საკრებულოში მოახდენს კადრების გადაადგილებას, ვინაიდან შევახსენებთ, რომ  საკრებულო გახლავთ არჩევითი ორგანო“ -  აცხადებენ ახალგორის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები.
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.