Russian English
მალაჩატეხილი ბრაზილიის ნაკრების ფორვარდის გულჩვილობები
ხუთშაბათი, 17 ივლისი, 20104 - 16:30

მაგარი მუხლების მიუხედავად, ფეხბურთელებს ერთობ გულჩვილი ბუნება აქვთ. ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა ამჟამინდელმა მსოფლიო ფეხბურთის ჩემპიონატმა. ასე მაგალითად, ბრაზილიის ნაკრების ფორვარდი 22 წლის სანტოს ნეიმარი, ჩემპიონატის შემდეგ გულში დიდ წყენას ატარებს. მას კოლუმბიის გუნდის მცველმა ხუან კამილო სუნიგამ მუხლი უთავაზა პირდაპირ ხერხემალში მსოფლიო ფინალის მეოთხედფინალური თამაშისას. ექიმებმა 22 წლის მოთამაშეს ხერხემლის მესამე მალის მოტეხილობა დაუდგინეს და ნეიმარიც განაწყენდა. კოლუმბიელმა მომხდარის გამო ბრაზილიის ნაკრების ფეხბურთელს ბოდიში მოუხადა, მაგრამ ამან არ უშველა.

"კიდევ ორი სანტიმეტრი და მე დღეს ინვალიდის ეტლს ვიქნებოდი მიჯაჭვული" - განაცხადა ნეიმარმა და გაბუტული პირი-სახე ჟურნალისტების ცხვრიწინ კარგა ხანს ატრიალა.

ამ ტრიალ-ტრიალში იმის თქმაც მოასწრო, რომ იგი სუნიგაზე ნაწყენი არ არის, "უბრალოდ მის მიმართ აღარაფერს "ვგრძნობო". ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ადრე გრძნობდა რაღაცას! მაგრამ რას? "არ ვამბობ, რომ ეს მან სპეციალურად გააკეთა, არ ვიცი რა ხდებოდა ამ დროს მის თავში, მაგრამ ვინც ოდნავ მაინც ერკვევა ფეხბურთში, მიხვდება, რომ ეს არ იყო ნორმალური ორთაბრძოლა"- განმარტა ნეიმარმა.

ბრაზილიამ ნახევარფინალში 1:7 წააგო გერმანიის ნაკრებთან, რომელიც ფინალში არგენტინის ნაკრებს შეხვდა. ლიონელ მესისთან ერთად "ბარსელონაში" მოთამაშე ნეიმარმა ქება-დიდება შეასხა არგენტინის გუნდის სიამაყეს: "მან (მესიმ) მოიგო თითქმის ყველაფერი და მე ვფიქრობ, დაიმსახურა კიდეც მსოფლიო ჩემპიონობა. სწორედ მას ვგულშემატკივრობ, რადგან ის ჩემი თანაკლუბელი და მეგობარია"- ქება-დიდება არ დაიშურა ნეიმარმა.

აი, ვის მიმართ გრძნობს რაღაცას, თანაც ერთობ კონკრეტულს - სანტოს ნეიმარი!

კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.