Russian English
121 ცალი „ბანდაჟი“, ტრუსები, ლიფები, კოლგოტები, მცხეთის მუნიციპალიტეტის საჩუქარი მრვალშვილიან ოჯახებს
პარასკევი, 16 სექტემბერი, 2016 - 15:47

კიდევ ერთი უცნაური ისტორია მცხეთის მუნიციპალიტეტიდან. ეს ფაქტი, ისევე როგორც ჩვენ მიერ გახმოვანებული სხვა ფაქტები (მაგალითად, მილიონობით კვადრატული მეტრი მიწის გასხვისება საეჭვო სქემით - 2014-16 წლებში) ნათლად ასახავს მცხეთის მუნიციპალიტეტში ძირეული ცვლილებების აუცილებლობას…

მაგალითად, 2013 წლის 25 აპრილს, მცხეთის მუნიციპალიტეტის მაშინდელ გამგებელს, გივი გიუტაშვილს თხოვნის  წერილით მიმართა „საქართველოს დემოგრაფიული აღორძინების ფონდის“ გამგეობის თავმჯდობარემ, თამარ ჩიბურდანიძე-ლომთაძემ.

ქალბატონი თამარი  მცხეთის რაიონში მცხოვრები მრავალშვილიანი და სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის სააღდგომოდ დახმარებას ითხოვდა.

პასუხად,  გამგებელმა  არ დააყოვნა და  პირველ ჯერზე 9 270 ლარის, მეორედ კი 4 237 ლარის  ღირებულების  ტანსაცმელი გადასცა უსასყიდლოდ, მათ შორის ლიფები, ბანდაჟები, კორსეტები, ტრუსები, შარფები, ზღვის შლოპანცები... (სულ 13547 ლარი).

აი, ჩამონათვალიც (სტილი დაცულია):

გოგოს მაისური -156 ც

ბიჭის მაისური - 99 ც

პანჩი (თხელი) - 10 ც

გოგოს შარვლები - 36 ც

ქალის პიჯაკი - 20 ც

ქალის თბილი ჯემპრი - 20 ც

გალიფი - 13 ც

პერანგი (საროჩკა) - 28 ც

კორსეტი - 2 ც

ქალის ქუდი - 5 ც

ქალის ქვედაბოლო - 5 ც

ბიჭის შარვალი - 32 ც

ქალის შარვალი - 30 ც

პიჯაკის ჟილეტი - 1 ც

ბიჭის ბრიჯი - 5 ც

თბილი პიჯაკი - 5 ც

თბილი შარვალი - 6 ც

კაცის პიჯაკი - 1 ც

სპორტული მაისური - 6 ც

ტაიდი - 3 ყუთი

ჟაკეტი - 5 ც

ხალათი - 3 ც

ქალის თეთრი ტუფლი -2 ც

ბავშვის ფეხს. შერ. - 28 ც + 10

ჩექმა - 1 ც

ბასანოჩკი - 4 ც

შუზი - 1 ც

ბიჭის ფეხსაცმელი - 3 ც

ელასტიკი - 17 ც

ხელის კრემი - 75 ც

ჭრილობის მალამო - 3 კოლოფი

ქალის კაბები - 50 ც

ტრუსი - 53 ც

ზღვის შლოპანცები - 32 ც

კაცის ქუდი - 8 ც

ქლორი - 4 ყუთი

ქერი - 3 ტომარა

ბანდაჟი -21 ც

თბილი კურტკა - 3  ც

საღამოს კაბა 5 ც

თეთრი საროჩკები - 5 ც

კალგოტკები - 13 ც

ასევე:

ქალის კაბა - 73 ცალი

ქალის შავი შარვალი  - 60 ცალი

ქალის ფერადი შარვალი - 100 ცალი

ქალის ქვედაბოლო - 12 ცალი

ქალის მაისური - 215 ცალი

ქალის ზედა - 104 ცალი

ქალის ბანდაჟი - 100 ცალი

ქალის გეტრი - 205 ცალი

ბავშვის შლოპანცი - 137 ცალი

ფეხსაცმელი (ბავშვის, ქალის) - 208 ცალი

ბავშვის კაბა - 18 ცალი

ბავშვის ელასტიკი - 300 ცალი

ბავშვის ქუდი - 122 ცალი

ბავშვის ქუდი - კაშნით 13 ცალი

ბავშვის ხელთათმანი - 123 ცალი

ბავშვის ყურის სათბური - 22 ცალი

ბავშვის ქურთუკი  - 2 ცალი

გოგოს ჯინსის ბრიჯი - 27 ცალი

გოგოს ჯინსის ქურთუკი - 2 ცალი

კაცის შარვალი - 65 ცალი

კაცის მაისური - 280 ცალი

კაცის ბოტასი - 11 ცალი

ბავშვის შარვალი - 6 ცალი

მამაკაცის ჯემპრი  - 27 ცალი

ქალის კოსტუმი  - 7 ცალი

ქალის შიფონის ზედა  - 38 ცალი

ქალის ღმის პიჟამო - 7 ცალი

რამდენად  ჰქონდა   მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მატერიალურ-ტექნიკური სამსახურის უფროსს, ვინმე კახაბერ ბურდულს  საწყობიდან   საქონელის  გატანის უფლება, ან რად უნდოდა მცხეთის მუნიციპალიტეტს ბანდაჟები და ტრუსები, სხვა საკითხია...

 თუმცა, პრობლემა გაცილებით ღრმა და ყოვლისმომცველია, რომელიც ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატის, დიმიტრი ხუნდაძის დაქვემდებარებაში მყოფი მუნიციპალიტეტის არასწორ, არაკვალიფიციურ და მავნებლურ მუშაობაზე მიუთითებს.

მცხეთის გამგებლის საჩუქარი დასტურდება მიღება-ჩაბარების აქტებით, რომელიც მოვიპოვეთ.

ჩვენ, ასევე, მცხეთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა გადმოგვცეს იმ ბანდაჟებისა და ტრუსების სიის ამსახველი დოკუმენტაცია, რომლებიც ირკვევა თუ რა უსახსოვრა მრავალშვილიან და სოციალურად დაუცველ ოჯახებს ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანიდატის, დიმიტრი ხუნდაძის ფავორიტმა გამგებელმა.

ნაცვლად იმისა რომ მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი და მოქმედი მაჟორიტარი ხუნდაძე რაიონის განვითარებით, გზების, წყლისა და გაზის პრობლემის მოგვარებით, სამუშაო ადგილების შექმნით, ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებითა და ამომრჩევლისათვის სასარგებლო პროექტებით დაკავდეს, ბანდაჟებს, ტრუსებსა და შლოპანცებს ურიგებენ ხალხს და ისიც, მხოლოდ სააღდგომოდ.

კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.