Russian English
ბორჯომელების მიმართვა პატრიარქს - მოგვაშორეთ ეს „შავანაფორებიანები“
ოთხშაბათი, 21 სექტემბერი, 2016 - 18:50
ბორჯომისა და ბაკურიანის მიტროპოლიტმა სერაფიმე ჯოჯუამ, რამდენიმე თვის წინ კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს თხოვნით მიმართა ეპარქიის მმართველი მღვდელმთავრობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით.მის მაგივრად, ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე ჭუაძე დაინიშნა დროებით. მანვე მორწმუნეებს მოუწოდა, მიტროპოლიტის მიერ ეპარქიის დატოვების მიზეზები არ გამოიძიონ.   
საპატრიარქოს ოფიციალური საიტზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, მეუფე სერაფიმე (ჯოჯუა) ბორჯომის ეპარქიას ხელმძღვანელობდა 21 წლის განმავლობაში, კერძოდ 1995 წლის 20 აპრილიდან.
და აი, ბორჯომის მრევლი  დაირაზმა მეუფის დასაბრუნებლად. 
თესალონიკში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ლია წიქარიშვილი შემდეგ განცხადებას ავრცელებს:
„ბორჯომელებო, ხართ მზად ყველაფრისთვის! ყველამ კარგად ვიცით, რომ ბორჯომი მეუფის გარეშე არაფერია. ჩვენ ბორჯომის ეკლესიები უნდა გავანთავისუფლოთ მოღალატე მამაოებისგან! ერთმა  მამაომ მოინანია და დღეს მეუფე სერაფიმე გააცილა. ღმერთმა ქნას სხვებსაც „გაულღვეთ“ გონება.
ეკლესიის განწმენდაშია საქართველოს ხსნის გასაღები! პირველი და სამაგალითო გახდება ბორჯომის ეკლესიების გაწმენდა. ბორჯომის მოსახლეობის საყურადღებოდ : არ არის გამორიცხული პროვოკაციაზე წამოვიდნენ. არამც და არამც არ აყვეთ. შევინარჩუნოთ სიმშვიდე და ყველაფერი კარგად იქნება. საქმის გამრჩევი მამაოების დრო მალე უნდა დასრულდეს.
ამ ფოტოზე თქვენ ხედავთ მეუფე სერაფიმეს მიერ აღზრდილ მოსწავლეებს! აი, ესენი არიან,  ვინც თავიანთ სულიერ მამას უღალატეს! ეს ღალატი არ გეპატიებათ ზემოდან.  თუ შეგრჩათ კიდევ ადამიანობა, მოინანიეთ საჯაროდ - დრო გაქვთ კიდევ.
უკეთურებით აღვსილმა, ცხვრის ქურქში გახვეულმა შავრაზმელმა მღრღნელებმა, ბოროტების და უკეთურების დამკვეთების დავალება პირნათლად აღასრულეს. მეუფე სერაფიმე, მწყემსი კეთილი გაწირეს და იგი სრულიად უდანაშაულო უკეთურების მორევში ამოსვარეს! მღრღნელებმა ცილი დასწამეს! თქვენ როგორ უნდა მიეახლოთ წმიდა ტრაპეზს! თქვენმა ცოდვით აღვსილმა პირმა როგორ უნდა წარმოსთქვას სიტყვები, ჩვენთან არს ღმერთი? თქვენთან ხომ სატანაა და თქვენ ხომ მისი მიმდევარნი ხართ.
მეუფე სერაფიმემ გაგზარდათ, აგღზარდათ, დაგაპურათ, ღვთის გზაზე დაგაყენათ, ქრისტეს ჯვარი ხელში მოგცათ, ადამიანთა მწყემსად გაკურთხათ, ათას ღობეზე გადამხტარნო და მეუფეს იუდად მოევლინეთ, გაწირეთ და მომაკვდინებელი ცოდვა თქვენს მომდევნო თაობებს საჩუქრად დაუტოვეთ!!! 
რას ფიქრობდით მაშინ, როდესაც სრულიად უდანაშაულო მეუფეს, უფლის მოციქულს დედამიწაზე ცილს სწამებდით.  არ გაგახსენდათ, რომ უფალი ამაზე პასუხს მოგთხოვთ?“ - წერს ლია წიქარიშვილი.
 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.