Russian English
სამედიცინო კანიბალიზმის ისტორია - ქალწულის ნერწყვი, დედის რძე, ჭაბუკის ცხიმი
ხუთშაბათი, 22 სექტემბერი, 2016 - 18:31
ცივილიზირებულ სამყაროს ყოველთვის თავზარს სცემდა ადამიანის სხეულის ნაწილების საკვებად გამოყენების ფაქტი. ევროპულმა კოლონიზაციებმა ველური კანიბალიზმი ძირფესვიანად ამოძირკვეს. საკმარისი იყო ინკვიზიტორებს ვინმეში ეჭვი შეეტანათ და სავარაუდო კაციჭამიას, თავისი ოჯახიანად მაშინვე კოცონზე წვავდნენ. 
ამის ფონზე განსაკუთრებით უცნაურად გამოიყურება შუა საუკუნეების მედიცინა, სადაც სამკურნალო საშუალებებისთვის უპრობლემოდ იყენებდნენ ადამიანის სხეულის ნაწილებს. 
პლაცენტა 
ტრადიციული ჩინური და ვიეტნამური მედიცინა მიიჩნევს, რომ საკვებში პლაცენტის გამოყენება დედებს მშობიარობის შემდეგ ძალების აღდგენაში ეხმარებოდა. ამას გარდა,  ეს უგემური კერძი ანემიას და სექსუალურ დისფუნქციასაც კურნავდა.  
ნერწყვი 
ძველ რომში არსებობდა მონა ქალთა სპეციალური ჯგუფი, სახელად „კოსმეტაე“. როგორც სახელის ჟღერადობიდან შეგვიძლია დავასკვნათ, ამ გოგონებს მაკიაჟის კეთება საკმაოდ კარგად ეხერხებოდათ. წყლის ან ზეთის მაგივრად ისინი ინგრედიენტებს საკუთარი ნერწყვის გამოყენებით აზავებდნენ. 
თავის ქალა 
კანიბალები XVII საუკუნის პურიტანული ინგლისის მაცხოვრებლებში აღშფოთებას იწვევდნენ. ამის პარალელურად კი მეფე კარლ II მკურნალობდა პრეპარატით, რომელიც დამზადებული იყო ადამიანის დაფხვნილი თავის ქალისგან. ამ „სასწაულმოქმედ“ წამალში ასევე შედიოდა ოპიუმი, თხის კუჭიდან ამოღებული ქვა და ფაფქული მარგალიტი. 
ცხიმი 
ადრეული ევროპული აფთიაქები ადამიანის ცხიმისგან ამზადებდნენ სპეციალურ მალამოს, რომელსაც შეეძლო კბილის ტკივილის, სახსრების ანთების და ნიკრისი ქარის განკურნება. ისევე როგორც ფსევდომედიცინის ბევრი სხვა ფორმა, ადამიანის ცხიმიც ყველა პრობლემის უებარ სამკურნალო საშუალებად ითვლდებოდა. 
დედის რძე 
ინგლისელები ყველაფერში იყენებდნენ დედის რძეს. იმდროინდელი მკურნალების მტკიცებით, გრიპი, წყლული, შავი ჭირის ეპიდემია და შიზოფრენიაც კი, წარმატებით იკურნებოდა კოქტეილით, რომელიც თაფლისგან, აბზინდისგან და დედის რძისგან მზადდებოდა. 
მუმია 
მუმიიდან ჩამოფხეკილი ფხვნილის ბიზნესი ძველ ეგვიპტეში საკმაოდ სარფიანი საქმიანობა გახლდათ. ეს ბიზნესი XVIII საუკუნემდე ინარჩუნებდა პოპულარობას და ზოგიერთ ქვეყანაში დღესაც კი აქტუალურია. მუმიფიცირებული ადამიანის დაფქული ნაწილებს  ართრიტის და სხვადასხვა ტიპის შესიებების  სამკურნალოდ იყენებდნენ. რაც ყველაზე უცნაურია, იგივე პრეპარატი ძლიერ აფროდიზიაკად (აღმგზნები) იყო მიჩნეული. 
თაფლის ადამიანი 
XII საუკუნის არაბულ ბაზარზე ყველანაირ უცნაურობებს გადაეყრებოდით. მათ შორის იყო გამოგონება სახელად „თაფლის ადამიანი“, რომელიც არც მეტი არც ნაკლები, თაფლით გაჟღენთილ გვამს წარმოადგენდა. იმისთვის რომ საკუთარი თავი ამ ფორმით დაეტკბო, ხანში შესული არაბი დამხმარესთან ერთად უდაბნოში მიემგზავრებოდა და ერთი თვის მანძილზე მხოლოდ თაფლით იკვებებოდა. დაახლოებით ოცდამეათე დღეს, შინაგანი ორგანოები თაფლით ივსებოდა და ადამიანი იღუპებოდა. ამის შემდეგ, დამხმარე გვამს სპეციალურ, ქვისგან გაკეთებულ კუბოში ათავსებდა100 წლით, რომელიც ასევე თაფლით იყო სავსე. როგორც ამბობენ, ეს იყო სიცოცხლის გახანგრძლივების  სასასწაულმოქმედი წამალი. ამბობდნენ პრეპარატი წარმოუდგენლად გემრიელი გამოდიოდაო. 
 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.