Russian English
ვინც არ იცოდით - რომის პაპმა მეძავეები მოინახულა
ორშაბათი, 03 ოქტომბერი, 2016 - 19:52
რომის პაპმა ფრანცისკმა რომში მოინახულა სახლი, სადაც 20 ყოფილი მეძავი ცხოვრობს და მათი ამჟამინდელი ცხოვრებით დაინტერესდა. ფრანგული გამოცემა „Le Figaro"-ს ცნობით, ეს სახლი, რომელიც დედაქალაქიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით მდებარეობს, ქალებს კათოლიკურმა ეკლესიამ გადასცა. 
ქალთა ჯგუფი, რომელსაც რომის პაპი ესტუმრა, შედგება დაახლოებით 30 წლამდე ქალებისგან, რომელთაგანაც შვიდი ნიგერიელია, ექვსი რუმინლელი, ოთხი ალბანელი, ერთი ტუნისელი, ერთი უკრაინელი და ერთიც იტალიელი. 
პაპ ფრანცისკს არაერთხელ გაუკეთებია კრიტიკული განცხადება პროსტიტუციის წინააღმდეგ და ამ ფაქტს მოიხსენიებდა როგორც „კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულს". პაპმა ქალებთან საუბრის შემდეგ აღნიშნა, რომ „ყველა მათგანი ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი იყო და ახლა ისინი ეკლესიის მფარველობის ქვეშ არიან". 
ეს ვიზიტირომის პაპის პროექტის „მოწყალების პარასკევის" ნაწილს წარმოადგენდა. ამ პროექტის ფარგლებში პაპი ფრანცისკი მოწყალების საიუბილეო წელთან დაკავშირებით გეგმავს ყოველთვიურად განახორციელოს მსგავსი ტიპის შეხვედრები.
ცოტა ხნის წინ, რომის პაპი შეხვდა ნარკომანებს, უსახლკაროებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს და ფსიქიკურად დაავადებულ ადამიანებს. 
 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.