Russian English
CNN-ის რეპორტაჟი - ერაყელი დიასახლისი ტერორისტების თავებისგან სუპს ხარშავს
ორშაბათი, 03 ოქტომბერი, 2016 - 20:17
მეუღლის გარდაცვალების მერე ცოლმა მიატოვა სახლი და ტერორისტების წინააღმდეგ შეიარაღებული ბრძოლა დაიწყო. 
„აისისის“ ტერორისტებმა ერაყში არაერთი მშვიდობიანი მოსახლე ამოხოცეს, მათ შორის იყო 39 წლის უმ ხანადის ქმარიც. როდესაც ქალმა მეორედ იპოვა თავისი ცხოვრების სიყვარული, ტერორისტებმა მისი მეორე ქმარიც მოკლეს. იგივე ბედი ეწიათ უმ ხანადის მამას და სამ ძმას. სასოწარკვეთილმა ქალმა მიატოვა ოჯახი და შეუერთდა ერაყულ ანტიტერორისტულ დაჯგუფებას, რათა დაღუპული ნათესავების გამო შური ეძია. 
დღეისთვის, ხანადის დაქვემდებარებაში 70 მებრძოლია. მისი დაჯგუფება ქალაქ მოსულის ჩრდილოეთ ნაწილშია გამაგრებული. უმ ხანადი თანამებრძოლებში დიდი ავტორიტეტით სარგებლობს, რაც ტერორისტებისადმი სასტიკი მოპყრობით დაიმსახურა. ქვრივი თამამად აცხადებს, რომ ზუსტად იგივე მეთოდით უსწორდება ტერორისტებს, როგორც ისინი ერაყელ ტყვეებს ხოცავენ. როგორც CNN-ის ჟურნალისტი იუწყება, ქალმა ერთ-ერთი ტეროტისტის მოჭრილი თავი ქვაბში მოხარშა და ამის დამადასტურებელი ფოტომასალა ფეისბუქის საკუთარ გვერდზეც გამოაქვეყნა. 
„მუქარის წერილებს ვიღებ როგორც „აისისის“ მმართველებისგან, ასევე მათი ლიდერისგან, აბუ-ბაქრ ალ-ბაღდადისგან. ძებნილთა სიაში ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი ვარ, ერაყის პრემიერ-მინისტრზეც კი უფრო მნიშვნელოვანი“ - სიამაყით აცხადებს უმ ხანადი. 
ხანადზე უკვე არაერთი თავდასხმა განხორციელდა. მისი სხეული მთლიანად შრამებითაა დაფარული. მიუხედავად ამისა, ქალი დარწმუნებულია, რომ ტერორისტები ერთხელ და სამუდამოდ განადგურდებიან. თვითონაც რომ  ვერ მოესწროს ამ ფაქტს,  სიკვდილის შემდეგ მისი ორი ქალიშვილი განაგრძობს დედის დაწყებულ საქმეს. 
 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.