Russian English
არგენტინული კარნავალის მთავარი ფიგურა - პაპი ფრანცისკი!
სამშაბათი, 04 ოქტომბერი, 2016 - 13:28
რომის პაპის საქართველოში ვიზიტს სასულიერო პირთა დიდი ვნებათაღელვა და საპროტესტო აქცია მოჰყვა. აქციის მონაწილეები შეშფოთებას გამოთქვამდნენ, რომ პაპის ვიზიტი მართლმადიდებლობას საფრთხეს შეუქმნიდა და ქართული ეკლესიის რეპუტაციაზე ცუდად აისახებოდა. როგორც ჩანს, აქციის მონაწილეებმა  არ იცოდნენ, რომ შარშან არგენტინული კარნავალის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა თავად რომის პაპი იყო და მის საპატივცემოდ ნახევრადშიშველი მოცეკვავეები მთელი კვირის მანძილზე ვნებიანად როკავდნენ. ამ ინფორმაციის ქონის შემთხვევაში შესაძლოა საპროტესტო აქცია საქართველოში ბევრად უფრო მასშტაბური ყოფილიყო.
ორი წლის წინ, როდესაც არგენტინელი მღვდელი, ხორხე მარიო ბერგოლიო კათოლიკური ეკლესიას სათავეში ჩაუდგა, მისი მრევლის წევრები სიხარულისგან მიწას კოცნიდნენ. მამა ხორხე (აწ უკვე რომის პაპი ფრანცისკი) ყველასათვის საყვარელი სასულიერო პირი გახლდათ და რა გასაკვირია, რომ თანამემამულეებმა კარნავალის დროს  მის საპატივცემულოდ სპეციალური სცენარი შეიმუშავეს. არგენტინულმა სამბის სკოლამ პაპის ბიოგრაფია ნახევრადშიშველი მოცეკვავეების მეშვეობით გააცოცხლა. ასეთი სანახაობა ევროპაში აუცილებლად საპროტესტო აქციას გამოიწვევდა, თუმცა არგენტინაში კარნავალი და რელიგია ერთმანეთთან სრულ ჰარმონიაში არიან. 
კარნავალზე მოცეკვავეთა ჯგუფის მიერ ნაჩვენებ შოუში რომის პაპი წარმოდგენილი იყო როგორც არა მხოლოდ სასულიერო პირი, არამედ როგორც ჩვეულებრივი ადამიანი, მთელი თავისი ინტერესებით და იმ გზით, რაც მან რომის პაპობამდე გაიარა. მეტიც,  ორი დიდი სცენა დაეთმო ფრანცისკის ორ ყველაზე დიდ გატაცებას: ფეხბურთს და ტანგოს. 
კარნავალის დროს რომის პაპისადმი მიძღვნილ ნაწილში 300-ზე მეტმა მოცეკვავემ მიიღო მონაწილეობა. თავად ფრანცისკის როლს კი ადგილობრივი იურისტი ასრულებდა, რომელიც ძალიან ჰგავდა ორიგინალს.  
საინტერესოა, რა იფიქრა ასეთ პირობებში გაზრდილმა რომის პაპმა, როდესაც საქართველოში საპროტესტი აქციით შეეგებნენ და „შორს ჩვენგან ანტიქრისტე“ ლოზუნგით „მიაგეს პატივი“.  
 

 

კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.