Russian English
„სატანის სამარხი“ სკოლებში, სადაც სურვილის მიხედვით სატანიზმის საფუძვლებს ასწავლიან.
ხუთშაბათი, 06 ოქტომბერი, 2016 - 20:41
ვაშინგტონში, ფლორიდასა და კალიფორნიაში საჯარო დაწყებით სკოლებში მალე გამოჩნდება დამატებითი თავისუფალი გაკვეთილები, სადაც ბავშვებს, სურვილის მიხედვით სატანისტური რელიგიის საფუძვლებს ასწავლიან. ამ ტიპის რელიგიური კლუბების გახსნას სექტა „სატანის სამარხი“ გეგმავს. 
იდეის ავტორების აზრით, კლუბი ბავშვებს საშუალებას მისცემს სამყაროს სხვა თვალით შეხედონ და თავად გააკეთონ არჩევანი იესოსა და სატანას შორის. სექტანტები მიიჩნევენ, რომ ქრისტიანული რელიგია ძალადობრივი გზით ვრცელდება ბავშვებში და მათი „ბრძოლა“ სწორედ ამ „მანკიერი ტრადიციის წინააღმდეგაა“ მიმართული. 
კლუბის დამაარსებლები თვლიან, რომ ბავშვებს ღვთისადმი შიშს უნერგავენ და ეშმაკით და სატანით ატერორებენ, ხოლო კლუბში ბავშვები ისწავლიან, თუ როგორ არ უნდა ეშინოდეთ იმის, რაც არ არსებობს. ასევე დასძენენ, რომ დამატებითი გაკვეთილები კატეგორიულად გამორიცხავს სატანისადმი თაყვანისცემას. 
„სატანა ეს მხოლოდ მეტაფორაა, რომლითაც ადამიანების გონებაზე ზეწოლა ხდება“ - აცხადებს „სატანის სამარხის“ სულიერი წინამძღოლი, დაგ მესნერი. „ჩვენი სასწავლო პროგრამა მთლიანად დაფუძნებულია კრეატიული ხედვის და კომუნიკაციის განვითარებაზე. გაკვეთილებზე ბავშვები შეისწავლიან ლიტერატურას და დაკავებული იქნებიან სხვადასხვა შემოქმედებითი პროექტების განხორციელებით.“
სექტის წევრებმა განათლების სამინისტროს უკვე მიმართეს წერილობით და მოითხოვენ ნებართვას, რომ სატანისტური კლუბი შემდეგ სასწავლო წელს გაიხსნას. გაკვეთილები საღამოს დაინიშნება და ყველა ბავშვი ვალდებული იქნება მშობლების წერილობითი ნებართვა წარმოადგინოს. 
რას მოიმოქმედებს ამერიკის განათლების სამინისტრო?! რამდენად ლიბერალური აღმოჩნდება იგი ასეთი იდეის წინაშე,  ჯერ კიდევ საკითხავია.  ფაქტია, რომ სატანისტური სექტა სრულიად სერიოზულადაა განწყობილი ამ წამოწყების განსახორციელებლად და უკვე მსურველებიც გამოუჩნდათ. 
 
 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.