Russian English
მეგი გოცირიძე: 8 ოქტომბერს, საარჩევნო უბნებზე ისეთ ტერაქტს მოგიწყობთ... ვერ გადარჩებით!
ხუთშაბათი, 06 ოქტომბერი, 2016 - 23:26
„ნაციონალური მოძრაობის“  წევრი მეგი გოცირიძე შემდეგ პოსტს აქვეყნებს:
„8 ოქტომბერს,  საარჩევნო უბნებზე ისეთ ტერაქტს მოგიწყობთ ქართველი ერი, რომ ნამდვილად ვერ გადარჩებით!
ჩვენი ყველაზე მძლავრი იარაღი ჩვენი ხმაა!
ამას წინათ რომ შევიკრიებეთ თანამოაზრენი , ჰაკიმ ფაშამ 15 ლარიანები გვიწოდა და რადარზე ვერ დაგვინახა (ახლა ვინ არ ჩანს რადარზე , ჩვენი რადარი გვიჩვენებს. ივანიშვილმა ერთი ქელეხი ხალხიო და დღეს ქათმისტვინა კაკნა კობახიძემ ფუნთუშას საჭმელად ჩამოყვანილები გვიწოდა. 
არადა, 4 წელია სწორედ ეს ხალხი უხდის ხელფასებს ამ მავნებლებს, ამ მკვლელებს, ამ კორუმპირებულებს და აქამდე მხოლოდ იმიტომ არ დაამხეს, რომ სახელმწიფოს იმიჯი გადაერჩინათ და არა მკვლელების იმიჯი, კორუმპირებულების იმიჯი , პოლიტპატიმრების და სინდისის პატიმრების დამტუსაღებლების იმიჯი!
პირველი: ხელისუფლებას კარგად უნდა ახსოვდეს, რომ ქუჩაში ხალხის გამოყვანა მხოლოდ ხელისუფლებას შეუძლია, ამას ოპოზიცია ვერ იზამს; და მეორე, ჩვენ იმდენად მობილიზებულები ვიყავით და ვართ ყოველთვის, რომ 8 ოქტომბერს ყველა პროვოკაცია ჩაეშლებათ, ისევე როგორც დღეს !
ოცნება გაივლის მალე!“ - წერს მეგი გოცირიძე. 
 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.