Russian English
პოლონეთის პარლამენტმა აბორტის აკრძალვის შესახებ კანონი არ მიიღო
პარასკევი, 07 ოქტომბერი, 2016 - 11:57
   პოლონეთის პარლამენტმა 352 ხმით 58-ის წინააღმდეგ, პირველივე მოსმენაზე უარყო კანონი აბორტის აკრძალვის შესახებ.
    პოლონეთის პარლამენტში რამდენიმე დღის წინ განსახილველად შევიდა აბორტის აკრძალვის საკითხი, რამაც მასობრივი საპროტესტი აქცია გამოიწვია. კანონის მიხედვით ქალს აბორტის გაკეთების შემთხვევაში 5 წლიანი პატიმრობა ემუქრებოდა. ასევე დაისჯებოდა ის ექიმიც, რომელიც ამ პროცედურას ჩაატარებდა. აბორტი დაშვებული იყო მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დედის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა, ნაყოფი არასწორად ვითარდებოდა, ან თუ ორსულობა გაუპატიურების შედეგად იყო მომხდარი. ოღონდ ეს ფაქტი დადასტურებული უნდა ყოფილიყო სამართალდამცავი ორგანოების მიერ. 
     ვარშავში, ცენტრალურ მოედანზე 30,000 ადამიანი შეიკრიბა, რომლებიც ქალთა უფლებების უხეშ დარღვევას აპროტესტებდნენ. მასობრივი მსვლელობები მოეწყო პოლონეთის სხვა ქალაქებშიც. აქციამ, სახელად „შავი პროტესტი“ იმდენად მასშტაბური სახე მიიღო, პოლონეთი მომენტალურად მოექცა მსოფლიოს ყურადღების ეპიცენტრში. კანონის საწინააღმდეგოდ ერთ დღეში შეგროვდა 450.000 ხელმოწერა. 
   კენჭისყრამდე ცოტა ხნით ადრე ეკლესიამ დააფიქსირა თავის პოზიცია, რომლის მიეხედვითაც ისინი მხარს არ უჭერდნენ აბორტის წინააღმდე სამართლებლივი ქმედებების განხორციელებას და ამ მიზეზით ქალების დაპატიმრება მიუღებლად მიიჩნიეს. 
   პოლონეთის განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, იაროსლავ გოვინმა განაცხადა, რომ სპატროტესტო აქცია სახელმწიფოსთვის კარგი გაკვეთილი იქნება და მსგავსი კანონების შემოღებისთვის აუცილებელია ხალხის აზრის გათვალისწინება. 
 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.