Russian English
(VIDEO) ბრიტანეთის ეროვნული გვარდიის ოფიცერი ქალად გადაკეთდა და არმიას უხელმძღვანელებს
პარასკევი, 07 ოქტომბერი, 2016 - 19:56
ბრიტანულ არმიას  დაარსების დღიდან არასოდეს ჰყოლია  მდედრობითი სქესის ჯარისკაცი. და აი, ეს პრეცენდენტიც დაიშვა.  ქლოე ალენი - მაღალი, ქერა და ცისფერთვალება ქალი გახლავთ. თან, ცოტა არ იყოს, დაკუნთულიც.  მართალია, მას სულ რაღაც ერთი წლის წინ მეგობრები ბენ ალენის სახელით იცნობდნენ, მაგრამ ეს დრო წარსულს ჩაბარდა.  დღეს ბენი ხლოეა და მთლად მდედრი თუ არა, ტრანსგენდერი ქალი მაინც არის. 
„ჩემთვის უდიდესი პატივია ერთდროულად ისტორიაში შევიდე და ამავე დროს, სამსახურებრივი მოვალეობაც შევასრულო. წარმოუდგენლად გამიმართლა! კოლეგებთან ძველებური ურთიერთობა მაქვს და არაფერი შეცვლილა“ - განაცხადა ქლოე ალენმა. 
ეს ისტორია კი ასე დაიწყო. ერთ მშვენიერ დღეს, დიდი ბრიტანეთის ეროვნული გვარდიის წევრი  ბენ ალენი სამსახურში ქალის ტანისამოსში გადაცმული გამოცხადდა. ბენი ეგრევე განარიდეს „სიტუაციას“,  კოლეგებს  კაბა იქვე რომ არ ჩამოეხიათ.  ცხადია, ამის შესახებ უმაღლეს მთავარსარდლობასაც აუწყეს. ტრიბუნალს ალენი მხოლოდ ქვეყნის ევროკავშირის წევრობის გამო გადაურჩა, რომელიც ამგვარ ქმედებას დისკრიმინაციულად შერაცხავდა. ჰოდა, დემოკრატიისთვის რომ არ ეწყენინებინათ, ბენ-ხლოე ალენი სამეფო კარმა ნაციონალურ გვარდიაში დატოვა.
ამის შემდეგ ალენმა გადაწყვიტა საკუთარი ორიენტაცია საააშკარაოზე გამოეტანა და სქესის შეცვლის  სამომავლო გეგმების შესახებ უკვე პრესის საშუალებით გააჟღერა. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და ალენი ოფიციალურად დარეგისტრირდა, როგორც ქალი. 
დიდი ბრიტანეთის არმიამ, ოპერაციის შემდეგ  ალენი  თავის ყოფილ თანამდებობაზე დააბრუნდა. 
კაი დედის შვილი იყო, არ დაებრუნებინა!
 
 

 

კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.