Russian English
ბიბლია ახლიდან გადაწერეს „სმაილებით“!
პარასკევი, 07 ოქტომბერი, 2016 - 20:53
თანამედროვე ტექნოლოგიები და 21-ე საუკუნის „მსახვრალი“ ხელი ბიბლიასაც შეეხო. პროგრამისტების ჯგუფმა ბიბლიის 3300 გვერდი ე.წ. „კომპიუტერულ ენაზე“ თარგმნა. როგორც ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი იტყობინება, ტექსტის ძირითადი ნაწილი სმაილებისგან შედგება.  
ბიბლიის ახალი გამოცემა ნებისმიერი მსურველისთვისაა ხელმისაწვდომი სულ რაღაც 2.99 დოლარად. საღვთო წერილი iTunes-ზე იყიდება და მის აღწერილობაში ნათქვამია, რომ აღნიშნული თარგმანი რელიგიის საფუძვლების  გაცნობის მარტივი და სახალისო მეთოდია. 
პროექტის ფარგლებში ავტორებმა საგანგებოდ შექმნეს პროგრამა, რომელშიც 80 ახალი სმაილი იქნა ჩამატებული. მათ 200 სიტყვა ჩაანაცვლეს. ამ  „თარგმანს“  ნახევარი წელი დასჭირდა.
 
 
 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.