Russian English
ნათია ფანჯიკიძე: „არა ჩამყაყებას, არა შემგუებლობას. ვესალმები კაციჭამიას...“
ორშაბათი, 10 ოქტომბერი, 2016 - 19:45
ირაკლი ალასანიას მეუღლე ნათია ფაბჯიკიძე შემდეგ პოსტს აქვეყნებს:
„რამდენი ვითმინე, რომ ირაკლისთვის არ დამესწრო ჰოპლას დაძახება, უსაყვარლესო ადამიანებო, დიდი მადლობა ყოველ თქვენგანს, ვისგანაც ჩემმა საყვარელმა ადამიანებმა მიიღეს ნდობა, მაგრამ საბოლოო შედეგებით რადგან დადგა იგივე ოთხწლიანი კოჰაბიტირებული მომავალი, როგორი ოთხიც უკვე გავიარეთ, ამდენი იგივეობის წიაღში ჩამყაყებას და ნაცების და ქოცების ორთაბრძოლების კომენტატორობას ირაკლისთვის ჯობს აკეთოს უფრო დინამიური, სერიოზული და საინტერესო საქმე. მე ვარ დღეს ყველაზე ბედნიერი ადამიანი, ქართული პოლიტიკის, ამ სიბინძურის, ბოღმის, უხეში, გაურანდავი და ბლაგვი ენერგიის ველიდან გავდივარ ბოლოსდაბოლოს. ერთი დარდი დამრჩა,  უდანაშაულო პატიმრები და იმედი მაქვს, ან მთავარსარდალი შეიწყალებს იმპიჩმენტამდე, ან კვირიკაშვილს აღარ დასჭირდება მათი ციხეში ყოფნა პოლიტიკური მანიპულაციისთვის და „სასამართლოს" სამართლის აღსრულების ნებას მისცემს. მე კი მომილოცეთ თავისუფლება, ვისაც გიყვარვართ და თვლით, რომ ცუდი ქალი არ ვარ,  ვგიჟდები ცხოვრების უღელტეხილებზე, ახალ სივრცეში რომ გადაყავხარ. გზაში რომ რესტორანში გაჩერდები, ეგ ეტაპი მაქვს, - ჯერ უნდა ვიზეიმო ხან მეგობრებთან, ხან ორმა ერთად, მერე კი გზის გადასვლა და ისევ საქმე, საინტერესო და ბევრი საქმე, პოლიტიკის გარეშე. 
ვაშა სიცოცხლეს, თავისუფლებას, თავგადასავლებს, ახალ და ფერად რეალობებს, არა ჩამყაყებას, არა იგივეობას, არა შემგუებლობას. მიყვარხართ და მინდა იყოთ მხიარულები, რეალიზებულები და ბედნიერები.
"ნამდვილი ვაჟკაცი ის კი არაა, ვინც შენს გამო ურჩხულებს შეებრძოლება, არამედ ის, ვინც შენისთანა ურჩხულთან ცხოვრობს!" ძველი რაჭული ანდაზა. 
ბავშვობა დაასრულა თუ არა, 17 წლის ასაკიდან, ალასა უკვე 27 წელია, თვალს გაახელს და - ჭიტა! - ვესალმები კაციჭამიას გულითადი ღიმილით. ნელსონ მანდელას მეტი კი არ უტანჯია. 
ისწავლეთ თანაგრძნობა“ - წერს ნათია ფანჯიკიძე.
 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.