Russian English
ლელა კაკულია: „ირაკლი კობახიძე ჩემგან იღებს ენერგიას“
სამშაბათი, 11 ოქტომბერი, 2016 - 01:46
აი, რას წერს ქართველი მკითხავის, მჩხიბავის, წინასწარმეტყველის და ა.შ. ლელა კაკულიას საიტის ადმინისტრაცია:
„მეგობრებო, ორიოდე წუთის წინ ქალბატონ ლელასთან საუბრისას მისი გაზეთის რედაქტორმა ირაკლი კობახიძე ახსენა. ქალბატონმა ლელამ მოულოდნელად განავრცო თემა და ასეთი რამ ბრძანა:
"მე ძალიან მომწონს ირაკლი, ჭკვიანი, ნაკითხი ბიჭია. ხშირად მხვდება თვალში და დადებითად ვაფასებ. იცოდეს, რომ ყურადღებას ვაქცევ და ენერგიასაც ვაძლევ, რათა წინაღობები გადალახოს. ვხედავ, რომ შესანიშნავი მომავალი აქვს!"
ჩვენ ისღა დაგვრჩენია, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ლელას კაკულიას სიტყვები ყოველთვის ზედმიწევნით ზუსტად ხდება, წარმატებები ვუსურვოთ ახალგაზრდა პოლიტიკოსს და აქედანვე მივედევნოთ თვალი ირაკლი კობახიძის „შესანიშნავ მომავალს".
ადმინისტრაცია“
 
 
 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.