Russian English
მამაკაცის საცვლებში პოტენციისთვის საშიში ნივთიერებები აღმოაჩინეს
სამშაბათი, 11 ოქტომბერი, 2016 - 14:14
   მეცნიერებმა ჩაატარეს ცნობილი ბრენდების მამაკაცის საცვლების ქსოვილების კვლევა და 34 დან 13 ნიმუშში საშიში ნივთიერებები აღმოაჩინეს. ძირითადად ეს ეხებოდა სხეულზე მომდგარი ე.წ. „ბოქსიორის“ ტიპის საცვლებს. სექსოლოგების აზრით ეს ნივთიერებიბი პოტენციას სერიოზულ ზიანს აყენებს. 
   ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგად Aleksandr Dunaevskiy-ს ფირმის ნაწარმში აღმოჩენილი იქნა საღებავი, რომელიც ქსოვილის დასველების შემთხვევაში ადვილად შორდებოდა, ხოლოდ MARK FORMALLE-ის საცვლებს იგივე, საშრობში გაშრობის შემდეგ ემართებოდა. 
 ექსპერიმენტში მონაწილე ორმა ბრენდმა (Batman, OPIUM), მომხმარებელს ქსოვილის შემადგენლობის სრული სია ბოლომდე არ აცნობდა და სწორედ ის დამალული ნივთიერებები აღმოჩნდა ჯანმრთელობისთვის ზიანის მომტანი. დანარჩენი ბრენდებს კი DAITRES BOXER, Calvin Klein, Vaide, Puma, HOM, River Island ეტიკეტზე მწარმოებლის ინფორმაცი არ ჰქონდათ დატანილი. 
  ექსპერტების მონაცემებით, მამაკაცებისთვის ყველაზე უსაფრთხო ამ ბრენდების ნაწარმის ტარებაა: DIM, AUTHENTIC, Pierre Cardin, COMAZO, Pelican, Cascatto, BURLESCO, TORRO, Zet Day, ТВОЁ, Lowry, MANGO, TOPMAN, UNIQLO, GAP, ZARA. 
   თუმცა სექსოლოგები მამაკაცებს ურჩევენ „ბოქსიორების“ მაგივრად უფრო თავისუფალი ტრუსები ატარონ, ვინაიდან ტანზე მომდგარი ქსოვილი სხეულს სუნთქვის საშუალებას არ აძლევს. მათი აზრით განსაკუთრებით საშიშია ასეთი ტიპის საცვლის ტარება ზაფხულში, რაც პოტენციასთან დაკავშირებულ პრობლემებს და რეპტოდუქტოლოგიური შესაძლებლობების დაქვეითებას უწყობს ხელს. 
 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.