Russian English
მეგი გოცირიძე ბიძინა გეგიძეს: „ ვაკელების როჟა ხარ, ხმა კი არა“
სამშაბათი, 18 ოქტომბერი, 2016 - 17:30
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მეგი გოცირიძე, არჩევნების მეორე ტურის მოახლოების კვალდაკვალ მძვინვარე ცერბერად იქცევა და კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ იგი არა მარტო პარტიის აქტიურ-რიგითი წევრია, არამედ მიშას გული, ვანოს ხმა და გიგის (უგულავას, თარგამაძეში არ აერიოს ვინმეს) სინდისი. 
აი, რა პოსტს აქვეყნებს იგი ამჯერად თავის სოციალურ გვერდზე:
„კორცხელი უტყუარი მტკიცებულება არ იყო, შე კორკოტას თანამედროვე უბედურო შენა?!
ვაკელების ხმა კი არა, ვაკელების როჟა ხარ“ - წერს  იგი ბიძინა გეგიძეზე. 
„არ ვაპირებ დანებებას, არ ვაპირებ ბრძოლის შეწყვეტას, არ ვაპირებ ღალატს !
კვლავ ჩემს აზრზე ვრჩები და მიმაჩნია რომ მეორე ტურზე გასვლა არაფერს მოგვცემს, გარდა 2-3 დეპუტატისა, რაც რეალურ სურათს არ შეცვლის და კვლავინდებურად გაგვიყალბებს მოგებულ უბნებს, მიმაჩნია რომ მოგებული არჩევნები წავაგეთ, მაგრამ როგორ შემიძლია არ მივიდე იმ არჩევნებზე, სადაც 5 -იანი და 41-ი ზის ერთმანეთის პირისპირ და არ შემოვხაზო 5-იანი?
მე მივდივარ მეორე ტურზე და ვხაზავ 5-იანს, მაგრამ ამის შემდეგ ბრძოლას ვაგრძელებ ყველა მიმართულებით ჩემს მეგობრებთან ერთად!
ხიხოკრატია ვერ დამყარდება საქართველოში!“ - წერს მეგი გოცირიძე.
ალილუია მეგი! ალილუია
 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.