Russian English
რა ექსპერიმენტი ჩატარდა ხუთ ტყუპ გოგონაზე საავადყოფოში ანუ 9 წლიანი სასამართლო
კვირა, 26 12, 2021 - 17:00
   
  1934-იან წლებში კანადაში, ონტარიოს შტატში დაიბადა 5 ტყუპი გოგონა, რომლებიც საუკუნის სენსაციად გადაიქცნენ. ანეტი, ივონი, სესილი, მერი და ემილი დიონები დაფიქსირნენ 5 ბავშვის ერთდროულად დაბადების პირველ შემთხვევად. 
  როდესაც გოგონები 4 თვის გახდნენ, მათით სახელმწიფო დაინტერესდა. კანადის მთავრობამ ბავშვები მშობლებს ჩამოართვა და განაცხადა, რომ ამ გზით, გოგონებს მშობელთა ექსპლუატაციისგან იცავდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ტყუპები სრულიად ჯანმრთელები იყვნენ, ისინი სპეციალურად მათთვის აშენებულ საავადმყოფოში მოათავსეს. ეს სამედიცინო დაწესებულება უფრო გასართობ ატრაქციონს გავდა, რომელიც ღია იყო ნებისმიერი ტურისტისთვის. გოგონები ქვეყნის ყველაზე დიდ ტურისტულ ატრაქციონად გადაიქცნენ და 9 წლის ასაკამდე საჯარო ჩვენებებზე ყავდათ გამოფენილი. 
  საავადმყოფოში ტყუპებს მუდმივად მეთვალყურეობდა ექიმების და ექთნების არმია, რომლებიც სისტემატიურად სწავლობდნენ თითოეულ დეტალს, აკვირდებოდნენ მათი ხასიათის მსგავსება-განსხვავებებს და ატარებდნენ მათზე სხვადასხვა ტიპის ექსპეტიმენტებს.  ერთ-ერთი და, სესილი მოგვიანებით იხსენებდა, რომ სიტყვა „ექიმი“ უფრო ადრე ისწავლა, ვიდრე სიტყბა „დედა“. 
  1934-1943 წლებში „ქუანთილენდს“ (ასე ერქვა საავადმყოფოს, სადაც ტყუპები ყავდათ გამოკეტილი) სამ მილიონზე მეტი მნახველი ესტუმრა. დღეში სამჯერ, ბავშვები გამჭვირვალე ეკრანთან მიყავდათ და ტურისტებს მათით აღფრთოვანების საშუალებას აძლევდნენ. ხანდახან ტყუპებს ერთნაირად აცმევდნენ, ეზოში გაყავდათ და მსურველები ბავშვებს ახლოდან ათვალიერებდნენ. ქვეყნის მასშტაბით გამოჩნდა მათი მსგავსი ერთნაირი სათამაშო თოჯინები, ფანები გამუდმებით იღებნენ წერილებს, სადაც ტყუპების ზრდის და განვითარების შესახებ ინფორმაციას დაწვრილებით ეცნობდონენ. გაზეთებში კი მათი ფოტოები თითქმის ყოველ მეორე კვირას იბეჭდებოდა. ტყუპების ხარჯზე კანადის მთავრობამ ნახევარი მილიონი დოლარი იშოვა, თუმცა  შემოსული თანხიდან გოგონებისთვის ერთი ცენტიც არავის მიუცია. 
  9 წლიანი სასამართლო დავის შემდეგ ტყუპები ოჯახს დაუბრუნდნენ, თუმცა არც ეს აღმოჩნდა წარმატებული ნაბიჯი. ხუთეული ერთმანეთის გარდა ოჯახის სხვა წევრებს არ ეკარებოდნენ. 18 წლის ასაკში კი სახლიდან წავიდნენ და მშობლებთან ყველანაირი კონტაქტი გაწყვიტეს. გოგონებს არ ყავდათ მეგობრები და არც საავადმყოფოს მიღმა ცხოვრებას იცნობდნენ წესიერად. მოგვიანებით კი წიგნი დაწერეს, სადაც მშოლებს სიტყვიერ, ფიზიკურ და სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებდნენ. 
  კანადის მთავრობამ მომხდარზე მხოლოდ ფორმალურად მოიხადა ბოდიში. 1998 წელს ონტარიოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 3 ცოცხლად დარჩენილ ტყუპს, იმ 9 წლიანი წამების საკომპენსაციოდ, 4 მილიონ დოლარს გადაუხდიდა. დღეს მხოლოდ ორი და, სესილი და ანეტი არიან ცოცხლები. ემილი, რომელიც მონაზვნად აღიკვეცა 1954 წელს, ციებ-ცხელებისგან გარდაიცვალა. მერი 1970 წელს თრომბით დაიღუპა, ხოლო ივონი 2001 წელს. 
 დიონის ტყუპები სიცოცხლის ბოლომდე ვერ განიკურნენ მიღებული ტრამვებისგან. 
 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.